MBA-ზე ვინც აპირებთ, რომელ უნივერსიტეტებში რეგისტრირდებით?
მე დავრეგისტრირდი CSB-ში და ESM-ში.
მოდი, არ დაიზაროთ და დაწერეთ რა, სად შეიძლება თბილისში MBA-ზე სწავლა, მიღება და რეგისტრაცია როგორ ხდება და ა.შ.
მე რაც ვიცი, მოგახსენებთ:
რეგისტრაციისთვის თითქმის ყველგან ითხოვენ ამ საბუთებს:
პირადობის ასლი;
დიპლომის დამოწმებული ასლი;
დიპლომის დანართის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
2 ცალი ფოტოსურათი;
სამხედრო მოწმობის ასლი ვაჟებისთვის;
და აპლიკაციის ფორმა (ყველგან თავისი აქვთ)
მიღება ყველგან განსხვავებულად ხდება, ზოგგან შიდა გამოცდებს აბარებ, ზოგგან გასაუბრებას გადიხარ, etc. მისაღები ქულები (ეროვნულის) თითქმის ყველგან ერთია: 30-35. ზოგგან მინიმალური ზღვარი უნდა გქონდეს გადალახული, ანუ მგონი 20.
CSB-ში ონლაინ აპლიკაციას ავსებ
http://cu.edu.ge/?l=2&i=129&i2=12680მისაღები მოთხოვნებია:
ეროვნული გამოცდების ქულა მინ. 30;
საკონკურსო თემა: მოტივაციის წერილი (მაქს 500 სიტყვიანი) ინგლისურ ენაზე;
შიდა გამოცდები ინგლისურში და მათემატიკაში;
სამუშაო გამოცდილება;
გასაუბრება.
გადასახადს რაც შეეხება, ერთი კრედიტი - 120 ლარი. (კრედიტები რომ დავითვალე, დაახლოებით 15000 ლარი გამოდის)
ორმაგი ხარისხის სამაგისტროზე ECTS კრედიტის ღირებულება – 100 ევრო (11000-13000 ევრო გამოდის დაახლოებით)
სწავლა არის ინგლისურ ენაზე, საკმაოდ რთულია, GMAT-ის გავლა სავალდებულოა.
ხო, დავამატებ, ესეც შიდა გამოცდის ნიმუში:
http://cu.edu.ge/data/file_db/Jobs/Nimushi_ntUBVbfJz.docESM-შიც ონლაინ აპლიკაციას ავსებ
https://spreadsheets.google.com/a/freeuni.e...qdFVrUVJPS1E6MAმისაღები მოთხოვნები:
ეროვნულებში მინ. ქულა (მნიშვნელობა არ აქვსო, მთავარია მინიმუმი გადალახული გქონდესო და როგორც მახსოვს ეს მინიმუმი 20 ქულაა);
გასაუბრება (ერთადერთი გასაუბრებით წყვეტენ მიღებას);
2-წლიანი სამუშაო გამოცდილება აუცილებელი პირობაა.
მთლიანი მაგისტრატურის საფასურია 6600 ევრო.
აქაც საკმაოდ რთულია სწავლა, როგორც ვიცი აქაც ინგლისურ ენაზეა.
საქართველოს უნივერსიტეტი (ალასანია) << აქ რა უნდათ და რას ითხოვენ, ვერაფერი ვერ გავიგე.
აპლიკაციის ფორმა:
http://www.ug.edu.ge/docs/mag_aplikacia_2009.docდა საჭირო საბუთების ჩამონათვალს დაუმატეთ:
შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; ( amat xo yvelafershi fuli unda gaaketon) და რეკომენდაცია
გადასახადი: 3000 ლარი.
სწავლა არის ქართულ ენაზე "ინგლისური კომპონენტებით"-ო (ეს ეტყობა, რა ტერმინებიც ქართულად ვერ გადათარგმნეს, ინგლისურად ასწავლიან)
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი << აქაც უნდა მიხვიდეთ და ისე დარეგისტრირდეთ. განაცხადის ფორმა უნდა აიღოთ მისამართზე: ჩოლოყაშვილის 3/5 (ვაკის პარკის წინ). (<<< რა ადგილია აზრზე არ ვარ)
მისაღები მოთხოვნებია: მინ. ქულა ეროვნულებში და გასაუბრება.
გადასახადი: 2250 ლარი
აქ ცუდი ისაა, რომ მარტო 4 ფაკულტეტია: მენეჯმენტი, ტურიზმი, სპორტის მენეჯმენტი, ჯანდაცვა
GAU, IBSU <<< არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, სამწუხაროდ
თსუ-ს ვარიანტად არ განვიხილავ (ჩემ შემთხვევაში), და ისე ძებნა მეზარება, თუ ვინმე აბარებთ და იცით, დაპოსტეთ და ჩავამატებ.
თსუ-ს "ევროპული კვლევის ცენტრის" შესახებ თუ ვინმემ რამე იცით, დაწერეთ, ძალიან გთხოვთდანარჩენი უნივერსიტეტები არ მახსენდება.
PS: აქვე ვამატებ გამოკითხვას, და ბარემ მიაწერეთ ვის სად გინდათ მოხვედრა.
მე CSB-ში მინდა, ფინანსებზე.
This post has been edited by ნათია on 24 Aug 2010, 11:48