რამდენიმე თემას თვალი გადავავლე და ერთი ჩემი ძველი მეგობრის სიტყვებმა ყველა წერს და რაღა შენ არ წერო, გამაბედია ორიოდე წინადადების გახლაფორთება)), მეც დავჯექ წერად პოსტებისა,

ისე სად მე და სად აქ მპოსტავ იუზერთა უმრავლესობა,

ზოგი ისე ლამაზად და ხატოვნად ფლობს კალმის მოსმის ხელოვნებას ვერ გავბედავ მათთან გაჯიბრებას, ეგაა მხოლოდ, ხანდახან ავიწყდებათ რატომ წერენ ან რატომ უნდა წერონ.
მურთაზების და მაყვალების ხანიდან გამოსვლა გაგვიჭირდა რატომღაც, იმიტომ კი არა, რომ ჩვენს გარშემო ასეთი ინდივიდების დიდი რაოდენობაა, არა უბრალოდ ქართველებს ყველაზე მეტად გვაქვს გენში საკუთარი შეცდომები არ ვაღიაროთ და წარუმატებლობა სხვას გადავაბრალოთ. ერთი რომელიმე ფორუმელი ბანოვანი სიყვარულში განცდილ კრახს ქართველი კაცის მურთაზობას აბრალებს, ხოლო რიგითი ფორუმელი ვაჟკაცი, რომელიც თავის ხვაშიადს ვერ დაიკმაყოფილებს, მაშინვე ბრძანებს, ქართველი ქალი მაყვალაა და დაილოცოს სლავი დიაციო. არც ერთ და არც მეორე მხარეს უნდა საკუთარი შეცდომის აღიარება და იწყება ესე დაუსრულებელი გოდება.
ვერ ვიტყვი ჩემს თავზე სხვაზე ჭკვიანი ვართქო, მაგრამ რამდნიმე ქვეყანაში ცხოვრების და ბოდიალის მწარე გამოცდილებამ ერთ აზრამდე მიმიყვანა, საზოგადოების ყველა ელემენტი ურთიერთქმედებაშია და როგორც ერთი ასევე მეორე სქესი, ცდილობს ზუსტად ისეთი იყოს, როგორი მოთხოვნაცაა ანუ ცდილობენ ის კრიტერიუმები დააკმაყოფილონ.
ძვირფასო ქალბატონებო დაიმახსოვრეთ, რომ "მურთაზობა" თქვენი დამსახურებაა, ხოლო ძვირფასო "ვაჟკაცებო "მაყვალობა" თქვენი. მოეშვით ქარის წისქვილებთან ბრძოლას და საკუთარ თავს უფრო მეტი მოთხოვეთ. კატის ბნელ ოთახში ძებნა, თქვენს ღირსებას და ინტელექტუალიზმს კი არ უსვამს ხაზს, პირიქით განვითარების დაბალ დონეზე მეტყველებს.
კაცებმა დაიკიდეთ გოგო ქალიშვილია თუ არა, ქალები კი მოეშვით იმაზე ფიქრს ქალიშვილი თუ არ ვიქნები ცოლად ვინ მომიყვანსო, მიიღეთ ცხოვრება ისეთი როგორიც არის და ეცადეთ ეზიაროთ სიამოვნებას.
იანები რომ ვიყავით ვიცი, მაგრამ დროა გავიზარდოთ...
პ.ს. კეთილი სურვილებით მუდამ თქვენი ერთგული