ბავშვობიდან საჭესთან ვარ და ესეთი შიში არ მიჭამია, რაც ამ სამშაბათს ვჭამე... ნეტა რეგისტრატორი მიმემაგრებინა, აი ვიდეოს დავდებდი რა ბეწვზე გადავრჩით...
სამშაბათს საღამოს წავედით ბათუმში მე და სამი ძმაკაცი ჩემი მანქანის ჩამოსაყვანად... სადღაც უბისამდე სანამ მიხვალ, მაგ მონაკვეთზე განათება საერთოდ არაა და კაი დაღამებული იყო უკვე.. 70-80 მივდიოდი... უკან პასატი მომყვებოდა (ფიტით ვიყავი), ხოდა ამ სიბნელეში წინ ფარებზე რაღაცა უშველებელმა შავმა ცხენმა გადამირბინა, აი.ისე ავაცილე რომ კუდი სარკეზე მომხვდა, ხოდა ამას რო.ავაცილე კუდში მოსდევდა მეორე ცხენი, უფრო ღიაფერის, და ამ ორ ცხენს.შორის გავძვერი, ტორმუზი არ მიხმარია, უკან პასატმა კიდევ.ივაძილა და ეგეც გადარჩა, მეორე ცხენმა რომ გადაირბინა მაგას ააცილა და პროწივზე გავიდა... გზა გავაგრძელე და სადღაც 2 წუთში გავაჩერე... ცივმა ოფლმა დამასხა... სასწაულ ავარიას გადავრჩი...
იმ დღეს კიდევ კახეთში ტრასაზე ძროხები იდგნენ და.ერთი პატარა ბუღა სიგნალების მერეც არ გაიწია და ბოლო სიგნალზე წინ ბამბერს ჩასცხო უკანა წიხლები და წავიდა... კიდევ კაი ფარი არ გატეხა... დოხას სივიკზე