კახა კალაძე საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდაოთხშაბათი, 03.06.2015
კახა კალაძე საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა. ამის შესახებ დღეს დილით გახდა ცნობილი. მოგეხსნებათ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების 9 ივნისს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება უკრაინას, ხოლო 13 ივნისს, პოლონეთის ნაკრებთან სტუმრად გამართავს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს.
როგორ უკვე მოგახსენეთ, მოულოდნელი სიახლის მომსწრენი გავხდით დღეს დილით — დაცვის ხაზში არსებული პრობლემების გამო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ნაკრების სიაში საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი და ამჟამად უკვე ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე დაამატა! მოგეხსენებათ, კახა კალაძე არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი, რომელსაც ორჯერ აქვს მოგებული უეფას ჩემპიონთა ლიგა იტალიის „მილანთან“ ერთად.
„დაცვის ხაზში არსებული პრობლემების გამო, გადავწყვიტეთ, რომ ორი უახლოესი მატჩისთვის ნაკრებში გამოგვეძახებინა კახა კალაძე. მიუხედავად იმისა, რომ მან რამდენიმე წლის წინ დაანება თავი ფეხბურთის თამაშს, ის ვარჯიშს აგრძელებს და საკმაოდ კარგ ფორმაშია. იმედი მაქვს, მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზს და სტიმულს მისცემს მოედანზე ახალგაზრდა ფეხბურთელებს.“ — განაცხადა კახა ცხადაძემ.
„ბედნიერი ვარ, რომ კვლავ მომეცა საქართველოს ნაკრებში თამაშის საშუალება. რეგულარულად ვვარჯიშობ და ვთვლი, რომ საკმაოდ კარგ ფორმაში ვარ. მინდა, მადლობა გადავუხადო კახა ცხადაძეს ნდობისთვის და იმედი მაქვს, დავეხმარები ნაკრებს ამ ორ თამაშში წარმატების მიღწევაში.“ — განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი ლორია „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი „ტოსნო“ (რუსეთი), როინ კვასხვაძე „ოთელოსი“ (კვიპროსი)
მცველები: კახაბერ კალაძე (უკლუბო), ალექსანდრე ამისულაშვილი „ინტერი“ (აზერბაიჯანი), გურამ კაშია „ვიტესი“ (ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე „ომონია“ (კვიპროსი), კახა ალადაშვილი „სკა ენერგია“ (რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი „ტოსნო“ (რუსეთი), ლაშა დვალი „ქასიმფაშა“ (თურქეთი), ლაშა სალუქვაძე „ინტერი“ (აზერბაიჯანი), ლაშა თოთაძე „დინამო“ თბილისი (საქართველო)
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი „კარპატი“ (უკრაინა), კახა მახარაძე „ფახთაქორი“ (უზბეკეთი), ჯანო ანანიძე „სპარტაკი“ (რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე „ვოლინი“ (უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი „ვიტესი“ (ჰოლანდია), გოგიტა გოგუა „სკა ენერგია“ (რუსეთი), ლევან ყენია „სლავია“ (ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი „გენკი“ (ბელგია).
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე „ემპოლი“ (იტალია), მათე ვაწაძე „ორჰუსი“ (დანია), გიორგი ჭანტურია „კლუჟი“ (რუმინეთი), ბაჩანა ცხადაძე „ინტერი“ (აზერბაიჯანი)

წყარო:
http://siaxleebi.sports.ge/კახა_
This post has been edited by ფორცხოლი on 3 Jun 2015, 15:09
. .