მსახიობ კოტე თოლორდავას ოჯახმა მოსკოვიდან ექსპერტიზის დასკვნა მიიღო. როგორც ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში გამართულ პრესკონფერენციაზე კოტე თოლორდავას მეუღლემ განო მელითაურმა განაცხადა, კოტე თოლორდავა „კაიფში არ გაპარულა“ და ის ინფარქტით გარდაიცვალა.
აღნიშნული დასკვნა ჟურნალისტებს ტელეწამყვანმა ეკა ხოფერიამ, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დიმა ღვთისიაშვილმა, მსახიობმა ლევან ყოჩიაშვილმა და თავად განო მელითაურმა წარუდგინეს.
როგორც ჟურნალისტებს განო მელითაურმა განუცხადა, კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან სამ თვეზე მეტი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში კოტე თოლორდავას „კაიფში გაპარვის“ შესახებ ბინძური ჭორები ვრცელდებოდა.
„კოტე თოლორდავა იყო ჩემი, მისი მეგობრების და სრულიად საზოგადოების, ვინც მას პატივს სცემდა, მის შემოქმედებას. კოტე თოლორდავა „კაიფში არ გაპარულა“ და ის ინფარქტით გარდაიცვალა“, - აღნიშნა კოტე თოლორდავას მეუღლემ.
აღნიშნულის მტკიცებულებად განო მელითაურმა და პრესკონფერენციის ორგანიზატორებმა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინეს, რომლის თანახმად კოტე თოლორდავა გარდაცვლილია მიოკარდიომის ინფარქტით, რასაც მოჰყვა ჰიპერტონია, ფილტვებისა და ტვინის შეშუპება.
გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ კოტე თოლორდავას გარეგანი დაზიანებები სხეულზე არ აღენიშნებოდა. არ ჰქონდა ნაკაწრი, ნაჩხვლეტი და რაიმე სახის სხვა დაზიანებები.
„მინდა გაიგოს ყველამ და მე მეამაყება, რომ თავის დროზე, კოტე თოლორდავამ იპოვა ძალა საკუთარ თავში და დაძლია სენი. ასევე, სხვებსაც შეუძლიათ მოიკრიბონ ძალიხსმევა და დაძლიონ ეს სენი“, - განაცხადა განო მელითაურმა.
http://www.info9.ge/sazogadoeba/125493-gan...html?lang=ka-GE
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo