თბოელექტროსადგურები დენის ტარიფის გაზრდას ითხოვენეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, თბოსადგურების მფლობელები სემეკს ტარიფის გაზრდის მოთხოვნით მიმართავენ. სემეკში კი ირწმუნებიან, რომ თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდა სამომხმარებლო ტარიფზე გავლენას არ მოახდენს.
ამ საკითხზე გაზეთი ,,რეზონანსი“ წერს.
სემეკის ინფორმაციით, ამ დროისთვის ორგანიზაციაში ტარიფის გაზრდაზე მოთხოვნა თბოსადგურების მფლობელს არც ერთ კომპანიას არ წარუდგენია.
,,მტკვარი ენერგეტიკის“ გენერალური დირექტორის, დევი კანდელაკის განცხადებით,
ლარის დევალვაციას ბუნებრივი აირის გაძვირება მოჰყვა, ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ, ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას(სემეკი) ტარიფის გაზრდის მოთხოვნით მიმართავენ.
,,ბუნებრივია, ლარის გაუფასურების გამო, გაზი გაძვირდა. ამიტომ ვაპირებთ, სემეკს ტარიფის გაზრდის მოთხოვნით მივმართოთ, თუმცა ეს უახლოეს მომავალში ვერ მოხერხდება, ვინაიდან გარკვეული პროცედურებია გასავლელი“,-აცხადებს დევი კანდელაკი.
-------
აპირებენ და გაძვირდება კიდეც
თუ ლარი ამ კონდიციაში იქნა
სამინისტროები გაყავით სამინისტროები
ეკონომიკას არ მიხედოთ
სფერო არ არსებობს უკან უკან რომ არ წასულიყოს