#45233301 · 22 Jul 2015, 21:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კომპანია "დელტა დეველოპმენტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორი/მშენებლობის ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე.
დასაქმების მსურველები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** მინიმალური განათლება: უმაღლესი განათლება ** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წელი ** პროფესია: ინჟინერი ** სამშენებლო ნორმებისა და წესების ცოდნა ** სამოქალაქო ნაგობებობის მშენებლობის ზედამხედველობის გამოცდილება - არანაკლებ 3 წლისა ** სამუშაო გამოცდილება სამშენებლო პროექტების მიმდინარეობის ხარისხის კონტროლის განხორციელების მიმართულებით - არანაკლებ 3 წლისა ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Microsoft Office Word, Excel, ArchiCAD, AutoCAD.
მოვალეობები:
** ობიექტების საპროექტო დოკუმენტაციისა და ნახაზების შედგენა ** საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის #1-1/1463 ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.
დაინტერესებულმა პირებმა CV ქართულ ენაზე გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@delta-group.ge და ელფოსტის დანიშნულებაში/თემაში მიუთითეთ: "ვაკანსია არქიტექტორი/მშენებლობის ხართაღრიცხვის სპეციალისტი". CV-ში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული გამოცდილების წლები და ორგანიზაციები, სადაც აპლიკანტს აქვს მუშაობის გამოცდილება. აპლიკანტმა CV-თან ერთად აუცილებლად უნდა გამოგზავნოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
--------------------
ინგლისურ-ქართული ლექსიკონი iword.ge
|