ლანჩხუთის გურიას ფეხბურთელებმა მთავარი მწვრთნელი სცემესამ წუთებში გავრცელებული ინფორმაციით, ლანჩხუთის “გურიას” ფეხბურთელებმა ჩიკვილაძემ და ორბელაძემ, გუნდის მთავარი მწვრთნელი-კახი გოგიჩაიშვილი სცემეს.
წყაროს ინფორმაციით, ინცინდენტის მიზეზი კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან კლუბიდან მოულოდნელად ამ ფეხბურთელების დათხოვა გახდა.
ფეხბურთელები ამტკიცებენ, რომ დათხოვა მას შემდეგ მოხდა, როცა მათ კლუბთან კონტრაქტებს ხელი უკვე მოაწერეს.
ფიზიკურ შეხლა შემოხლას ადგილი 24 ივლისს, საღამოს ჰქონდა.
მთავარი მწვრთნელის ცემის ფაქტს ოფიციალურად კლუბში არ ადასტურებენ, “გურიის მოამბე” კლუბის პრეზიდენტს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზაზა ურუშაძეს გაესაუბრა:
“არანაირ ცემას ადგილი არ ჰქონია, ვიცოდი რომ დამირეკავდით, უბრალოდ რამდენიმე ვეტერანი ფეხბურთელი გავუშვით კლუბიდან და იყო უბრალოდ ხმამაღალი საუბარი. ისიც ცოტაოდენი. ვაშენებთ ახალგაზრდულ კლუბს, ამიტომ ვეტერანები გავუშვით”-გვითხრა ბატონმა ზაზამ.
“გურიის მოამბე” ამ წუთებში ინცინდენტში მონაწილე ფეხბურთელებთან დაკავშირებას ცდილობს.
http://goal.ge/ge/gurias-fekhburtelebma-go...shvili-stsemes/ფეხბურთი ვითარდება :biss: