რუსეთში ეკლესია საბანკო საქმიანობას იწყებს, რომელიც, მათი განცხადებით, „მორალურ ღირებულებებზე“ იქნება დაფუძნებული. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული Ura.ru ავრცელებს, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს სინოდის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს დეკანოზი ვსევოლოდ ჩაპლინს ეყრდნობა.
როგორც სააგენტო წერს, ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა „მორალურ ღირებულებებს“ დაეყრდნობი ახალი საბანკო საქმიანობა. შესაძლოა ეს იყოს კონკრეტული პროექტების დაფინანსება ძალიან დაბალი პროცენტებით და ინფლაციისგან დაცვით.
„რაც უფრო შორს დავიჭერთ თავს მევახშეობის უკიდურეს ფომრებისგან, მით უკეთესად იქნება არა მხოლოდ ეკონომიკა, არამედ საზოგადოებაც“, - განაცხადა ვსევოლოდ ჩაპლინმა.
მისივე თქმით, საპატრიარქოს მიერ შეთავაზებული სისტემები ძალიან გავრცელებულია ისლამში და ეფექტურადაც მუშაობს.
ეს წყარო:
http://news.ge/ge/news/story/146132-ruseti...ianobas-itsyebs
ისე კარგია სახლი რომ ჩადო დ ა ვერ გადაიხადო არ გამოგასახლებენ
This post has been edited by misha20123 on 1 Aug 2015, 12:28