პატრიარქს გერმანიაში გულის სისხლძარღვზე ინვაზიური სამკურნალო ჩარევა ჩაუტარდა
15:35 24-07-2015
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, გერმანიაში გულის სისხლძარღვზე ინვაზიური სამკურნალო ჩარევა ჩაუტარდა.
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იმყოფება გერმანიაში, სადაც უტარდება მკურნალობა. კორონაროგრაფიული გამოკვლევით გამოიკვეთა, რომ საჭირო იყო დამატებით ინვაზიური სამკურნალო ჩარევა გულის სისხლძარღვზე. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თბილისში სავარაუდოდ, 30 ივლისს დაბრუნდება", - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პატრიარქი ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში გეგმური სამკურნალო-პროფილაქტიკური კურსის ჩასატარებლად 14 ივლისს გაემგზავრა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-chautarda.html