http://blogs.liberali.ge/ge/blog/1850/127074/იგრძენი მომავალი!
დენის ტარიფი გაიზარდა. მადლობა სემეკს, რომ ამოსუნთქვის საშუალება მოგვცა - ეს ენერგო პრო ჯორჯიას მადლობაა. მორიგდნენ, არ აწყენინეს ერთმანეთს, არც შენი, არც ჩემი - 3,9 თეთრით გავაძვიროთო.
ცოტა ხნის წინ ენერგო პრო ჯორჯია შანტაჟს მიმართავდა, იმუქრებოდა რა დენის გრაფიკით მოწოდებით, რამაც გაჭრა. მანამდე, მინისტრები, ერთმანეთის მიყოლებით გვაცოდებდნენ ამ კომპანიას, ძალიან უნდათ, დავიჯეროთ - პატარა ენერგოპროს ჩვენი დახმარება სჭირდება. აქ სულ ასეა - მაგ. იპოთეკით დაზარალებულების მოთხოვნებს, ვალის გადახდის ვადის გაწელვაზე, საბანკო სექტორი პასუხობს სახელმწიფოს მიმართ შანტაჟით - ისტერიკის გარეშე, ჩურჩულით უხსნის საკუთარ დღის წესრიგს. ამის შემდეგ ხელისუფლებას სამარცხვინოდ უკან მიაქვს სიტყვა. სამაგიეროდ, სამშენებლო ბიზნესს მილიარდზე მეტ ვალს პატიობს.
სავარაუდოდ, არ დააგვიანებს მომდევნო შანტაჟი - დაჯარიმებული ნავთობკომპანიები ადამიანების გაყრას დაიწყებენ სამუშაოდან - ეს იქნება შურისძიება, ნაგულისხმევი "მეტიც შეგვიძლია!"-თი.
ფარმაცევტული კომპანიები ყველაზე ღარიბების მაღალ წნევაზე ნახულობენ ყველაზე მაღალ მოგებებს. აწი უფრო მეტს ნახავენ, ტარიფების მომატების ეფექტებით - იხ. კაპტოპრილის ფასი აფთიაქებში.
ხელისუფლება ითვლის ტურისტების რაოდენობას, შემოტანილი დოლარი დაგვრჩა ნუგეშად.
კიდევ ერთი-ორი მოქალაქე შემოაკვდა ზრუნვის ეგიდით.
აგვისტოდან მორჩილად გადავიხდით მომატებულ ტარიფს. ან ბრძოლის თავი სად გვაქვს.
დაგაკლდება ფული? ვივუსები ტყუილად არსებობს? ბანკები არსებობს ბოლო-ბოლო.
მერე დეველოპერები და სახელმწიფო რომ დაგვხოცავენ წყლის ხელით, ბანკები დასახმარებლად გადმორიცხავენ მოგების 0,3%-ს. 0,3%-ს.
როგორც ერთი მძღნერბანკთაგანი იტყვის, იგრძენი მომავალი, ვალაუვალო.
იგრძენი მომავალი.
-----------------
მძღნერბანკთაგანი