პირველად საქართველოში, სილამაზის კონკურსის, „Miss Planet 2015“ მსოფლიო ფინალი ჩატარდება, სადაც პლანეტის ულამაზესი გოგონები მოიყრიან თავს. 35 ქვეყნის გამარჯვებული კონკუსტანტი, დელეგაციის თანხლებით, 6 -დან 13 სექტემბრის ჩათვლით ესტუმრება საქართველოს.
„Miss Planet 2015“ მსოფლიო ფინალი გაიმართება ფილარმონიის დიდ ს აკონცერტო დარბაზში, 12 სექტემბერს, საღამოს 20 საათზე.