#45243649 · 23 Jul 2015, 23:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქართულ ფეხბურთზე უამრავი რამის დაწერა და საუბარი შეიძლება, მაგრამ ყველაზე დიდ პრობლემაზე მინდა თქვენი ყურადღების გამახვილება, ყველა ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებს გააჩნია თავის რეიტინგი მისი სათამაშო სიძლიერიდან გამომდინარე. ჩვენი ეროვნული ნაკრები მსოფლიოში 153 - ე ადგილზეა , ევროპპაში 50-ე ადგილზე ვართ უმნიშვნელოდ ვუსწრებთ მალტას და მხოლოდ სან-მარინო და ანდორა ჩამოგვრჩება . ეს ალბათ ახალი ამბავი არ არის და ყველამ ვიცით,მაგრამ ასაკობრივი ნაკრების რეიტინგებს გადავხედე და ჩვენი 19 წლამდე ნაკრები რაც არ უნდა მოულოდნელი იყოს ევროპაში 7-ეა.
რატომ ხდება რომ 19 წლამდე ნაკრები რომელიც 7-ეა და თავის თანატოლებს თითქმის ტოლ სწორად ეთამაშება ევროპის ნებისმიერი ქვეყნის ნაკრებებს და მაშინ როდესაც დიდი ფეხბურთამდე ერთი ნაბიჯიც არ არის ზუსტად ამ დროს ეს ბიჭები რომლებიც ხდებიან 20 , 21 და 22 წლის უმეტესობა წამიერად იკარგება ერთეულები მიდიან და სადღაც სკამს ხეხავენ და დანარჩენი ან ანებებს თავს ან კიდევ მთელი ცხოვრება საქართველოს ჩემპიონატის აუტსაიდერ კლუებებში აგორავებენ ბურთს.
რატომღაც ჩემი პირადი აზრია აქ ფინანსებზე და ჩემპიონატზე მეტად მთავარ პრობლემად პროფესიონალიზმი, ფსიქოლოგიური ბარიერი და ჩამოყალიბებული პიროვნული ნაკლოვანებებია .
ადრე რომ ვინმე გაიღადავებდა ტელევიზორთან ამათ ჩვენი უბნის ბიჭები მოუგებენო მეცინებოდა ხოლმე , ეხლა კიდევ მართლა მჯერა ერთი თვე უბნის ხალხი რეჟიმზე დასვან ავარჯიშონ და გაბალა პარტიზანებს თუ მეტი მომენტი არ შეუქმნან ჰა ხმალი და ჰა კისერი
--------------------
ყველა თაობას, თავისი დიდგორი აქვს მოსაგები.
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს , როცა ერთმანეთს ვჭირდებით ........ ჰერიოოო ბიჭებოოო ჰეეერიიიოოო
უცნობი გმირების ძმა ვარ
|