http://www.netgazeti.ge/GE/105/entertainment/48093/.htmინტერნეტის რეაქცია ჯაჭვლიანის განცხადებაზე "EBRD"-ის შესახებინტერნეტის რეაქცია დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის დღევანდელ საპარლამენტო გამოსვლაზე. დეპუტატი ჯერჯერობით ტელეფონს არ პასუხობს. მას ნეტგაზეთისთვის არც SMS-ის სახით უპასუხია კითხვაზე, თუ რა გულისხმობდა სიტყვა "იბიარდში", რომელიც დღევანდელ გამოსვლაში ნეგატიურ კონტექსტში ახსენა.
––––––––––––––––
”ბაღში ვარდები, შემიყვარდები,
აღარ მექნება - იბიარდები”
(ხალხური)
––––––––––––––––––––––––––––
”თუ ხარ ცქვიტი, თუ ხარ მარდი,
შენთვისაა იბიარდი!”
(ხალხური)
––––––––––––––––––––––––––––––
EBRD-ზე ყველა კაცი დადის, მაგრამ ისე უნდა გააკეთოს, რომ ცოლმა არ გაიგოს.
––––––––––––––––––––––––––––––
ამ ზაფხულს იბიარდიზე მინდა დასვენება, ნატო უნდა გავაოცო ჩემი პანორამით
––––––––––––––––––––––––––––––
”შევიკრიბეთ მეგობრები,
ვითამაშეთ ბურა, ნარდი...
საღამოსკენ დავლიეთ და
ქე მოგვინდა იბიარდი”
(ხალხური)
–––––––––––––––––––––––––––––––

