მაინტერესებს რა იცით ამ მანქანების შესახებ:
ახლო მომავალში მინდა მანქანის შეცვლა და არჩევანი ამ 2 მანქანაზე მაქვს შეჩერებული
ცხენის ძალები სპეციფიკაციით ორივეს თითქმის ერთნაირი აქვს, მაგრამ როგორია სატარებლად? რამდენად კაი მანევრირება აქვს? რომელი უფრო გამძლეა? წვა რამდენი აქვს?
ვიზუალურად ზეტი უფრო მომწონს, გაცილებით კომპაქტურია და მგონია რომ მანევრირების თვალსაზრისით უფრო მოქნილი იქნება, მაგრამ არ მომწონს ის რომ მხოლოდ 2 სავარძელი აქვს და ძალიან პატარა საბარგული, რაც ფატიურად მოტოციკლეტს ხდის 4 ბორბალზე
სკაილაინი გაცილებით დიდი მანქანაა, მაგრამ 4 სავარძელი აქვს, შედარებით დიდი საბარგული, ნუ უკანები ყველა კუპეში სინდისის გამოა, მაგრამ მაინც გამოყენებადია, მგონია რომ უფრო მოუხეშავია გაბარიტების გამო.
არ მინდა მარტო შაბათ-კვირის მანქანა იყოს, ყოველდღიურად მინდა მოძრაობა, ეხლა ტოიოტა სელიკა მყავს და ძალიან მაგარი მანევრირება აქვს, თუმცა ცხენების ნაკლებობას განიცდის
პ.ს. სათაური არასწორად მიწერია, Skyline 2.0 coupe, რატომღაც მახსოვდა 2.0 მაგრამ V6 2.0 არსად მინახია
This post has been edited by METALMAN on 23 Jul 2015, 12:10