ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქში სამი ახალგაზრდა მდინარეში დაიხრჩო. როგორც ირკვევა, მდინარე ფოცხოვისწყლისა და მტკვრის შესართავთან ცურვისას გოგონები წყალმა გაიტაცა.
ადგილზე სამაშველო და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული. სამივე ახალგაზრდის ცხედარი ნაპოვნია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
http://1tv.ge/ge/news/view/104357.html