აგვისტოში თბილისის მერიამ ,,თბილისობის” დღესასწაულის კონკურსი ჩაატარა საუკეთესო კონცეფციის გამოსავლენად. პირველი ადგილის მფლობელს ნინო ლელაშვილს ჯილდოს სახით 14 000 ლარი გადეცა ,მეორე ადგილზე გავიდა სტუდია „123“ და მას 9000 ლარი ერგო, ხოლო მესამე ადგილი პაატა ციკოლიას ერგო და მას 7000 ლარი გადაეცა. კონკურსში სულ 21 პროექტი მონაწილეობდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, წელს ,,თბილისობა” 17-18 ოქტომბერს გაიმართება, დღესასწაულის დაგეგმვის პროცესში სამი გამარჯვებული კონცეფციის იდეა გაითვალისწინეს. დედაქალაქის მერმა „თბილისობის“ ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და თქვა, რომ ამის მიზეზი დაგეგმილი ღონისძიებების გაზრდილი რაოდენობაა და გამოყოფილი თანხის ოდენობა – 977 ათსი ლარი დაასახელა.
,,არასდროს არ დავსწრებივარ თბილისობის ღონისძიებას. ამის მთავარი მიზეზი ალბათ ის არის, რომ ჩემთვის თბილისობა ყოველთვის ქუჩაში ქეიფი, უხეშად რომ ვთქვათ ღრეობა უფრო იყო, ვიდრე რაიმე მნიშვნელობის მატარებელი აქტივობა, ქუჩაში ქეიფი კი არასდროს მხიბლავდა… ჩემი სურვილიც ესაა, რომ თბილისობის დღესასწაული სრულიად შეიცვალოს, უფრო მეტიც, ის უფრო საინტერესო გახდეს, ვიდრე ნებისმიერი ანალოგიური დღესასწაული ევროპაში. საქართველოს ფარგლებს გარეთ ხანგრძლივი ყოფნის შემდეგ ამის პოტენციალს დღეს განსაკუთრებით მკაფიოდ ვხედავ.“– აღნიშნავს გამარჯვებული კონცეპციის ავტორი ნინო ლელაშვილი.
http://premiumi.ge/?p=4708