სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამტრედიის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის უფროსი მამუკა კვანტალიანი, მედიასთან ერთად სოფელ საჯავახოში კარტოფილის მოსავლის აღებას დაესწრო. ბოსტნეული კულტურა კომპანია „ფრეშ კომპანის“ ეკუთნის და კარტოფილი როგორც სათესლედ, ასევე სარეალიზაციოდ გამოდგება. აღნიშნული კომპანიის გერმანელი კონსულტანტი დაინტერესებეულ ფერმერებს რჩევებს აძლევს და სწორედ მასზე დაყრდნობით მოხდა ჰოლანდიური ჯიშის კარტოფილის დათესვა. ფოტოროგორც „ფრეშ კომპანის“ წარმომადგენელმა სამტრედიაში მერაბ ძიძიგურმა აღნიშნა, „მოსავლით დაინტერესებულია ჩიფსის რეალიზაციის კომპანია. ამჯერად კარტოფილი 6 ჰექტარზე გვაქვს დათესილი, აგვისტოშიც უნდა დავთესოთ. გვჭირდება ლაბორატორიული გამოკვლევა, რადგან არსებობს მიწის პრობლემა. შემდგომ ეტაპზე დაგვჭირდება სამტრედიის სოფლის მეურნეობის სერვისცენტრის და კომპანია „მექანიზატორის“ დახმარება.“
სამტრედიის სოფლის მეურნეობის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახური მზადაა ფერმერებს დაეხმაროს. როგორც ჩვენთან საუბარში სერვისცენტრის მენეჯერმა, მამუკა კვანტალიანმა აღნიშნა, „დათესვის დღიდან ვაკვირდებოდი თუ რა მდგომარეობა იყო. მაინტერესებს საერთო ჰექტრული მოსავალი რამდენი იქნება. აღნიშნული კარტოფილის ჯიშები საქართველოში პირველადაა შემოტანილი. ეს არის ჰოლანდიური ჯიშის კარტოფილი. გასაუბრებიდან გამომდინარე პატრონები კმაყოფილები არიან. მათ სჭირდებათ ლაბორატორიული გამოკვლევა სათესლე მასალაზე, თუ რამდენად ვარგისიანი არის არნიშნული ჯიშის კარტოფილის თესლი. მეორე პრობლემა ეს არის მიწის პრობლემა. უნდათ იჯარით მიწების აღება. ამ ხრივ კომპანიონებსაც ეძებენ. რაც ჩვენ კომპეტენციაში შედის, სამტრედიის სერვისცენტრი დახმარებას გაუწევს მათ და თითოეულ ფერმერს.“
http://www.samtredia.com.ge/index.php?p=./..._new/text_2/055