http://www.tv25.ge/?page=news&news_id=17255#.Va9qF_mqpBdშსს-მ პირის დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გაავრცელა
1) 4 ივლისს, 6 მაისის პარკში 17 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული პირი წინასწარ პატიმრობაშია. 1995 წელს დაბადებულ პირს წინასწარი პატიმრობა ბათუმის საქალაქო სასამართლომ შეუფარდა. ძებნილმა ზესტაფონის პოლიციას თავად მიაკითხა.
ის ფაქტი, რომ დამნაშავე პოლიციას თავად ჩაბარდა, ცნობილი მხოლოდ სასამართლო პროცესზე გახდა. მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრო გვარწმუნებდა, რომ იგი მომხდარიდან რამდენიმე საათში ზესტაფონში, სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს.

2) შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუკავებია 1ივლისს ბათუმის სანაპიროზე მომხდარ დანაშაულში ბრალდებულები. 5 ახალგაზრდა, რომლებიც ახალგაზრდა მამაკაცს თავს დაესხნენ და ორი ჭრილობა მიაყენეს, კვლავ დაუსჯელი არიან. საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად მომხდარიდან მეორე დღესვე გამოაცხადა, თუმცა 20 წლის ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულები ჯერ არ დაუკავებიათ.

იყო ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც. ზღვის სანაპიროზე 20 წლის ახალგაზრდის დაჭრის ფაქტს თავდაპირველად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების კვალიფიკაცია მისცეს, რასაც დაზარალებული არ დაეთანხმა და ადვოკატი აიყვანა. ამჟამად საქმე განზრახ მკვლეობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.