დიდუბის გამგეობა ქვევრის ისტორიაზე სემინარს ატარებს
გამოაქვეყნა: თამუნა ანდრიაძეon: პარასკევი, ივლისი 24, 2015In: ბოლო სიახლეები, კვირის თემა, საინტერესო სიახლეები, სლაიდერიარ არის კომენტარები
ქ.თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობას 24 ივლისს დაგეგმილი აქვს სემინარი სახელწოდებით “ქვევრი-ეროვნული საგანძური”. დამსწრე საზოგადოება გაეცნობა მარანისა და ქვევრის ისტორიას, მშენებლობას, საღვინე ყურძნის ჯიშებს, ღვინის დაყენების ტექნოლოგიას, დეგუსტაციის ხელოვნებას.
ასევე ისაუბრებენ ქვევრის ღვინის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.
მსმენელებს ღვინის დეგუსტაციის საშუალება მიეცემა.
დასწრება თავისუფალია.
სემინარი ჩატარდება დუდუბე პლაზას საკონფერენციო დარბაზში 19:00 საათზე.
http://editori.ge/?p=28317