რამდენიმე დღის წინ კი რასულ გამზატოვის ლექსის შოთა ნიშნიანიძისეულ ქართულ თარგმანს გადავაწყდი ინტერნეტში. არ ვიცი, დაეზარა ბატონ შოთას თარგმნა თუ სპეციალურად გააკეთა ეს (იმედი მაქვს),მაგრამ პირდაპირ, სიტყვასიტყვით მარო მაყაშვილის ლექსია ეს ქართული თარგმანი..
აი ინებეთ:
რასულ გამზატოვი:
“Мне кажется порою, что солдаты,
С кровавых не пришедшие полей,
Не в землю эту полегли когда-то,
А превратились в белых журавлей”
შოთა ნიშნიანიძის თარგმანი:
“ჩვენი ძმები და ამხანაგები,
რომ შეიწირა ომმა წყეულმა,
ასე მგონია, რაღაც განგებით
თეთრ წეროებად გადაქცეულან.”
მარო მაყაშვილი:
“ჩემი ძმები და ამხანაგები,
ვინც შეიწირა ომმა წყეულმა,
ასე მგონია რაღაც განგებით
თეთრ წეროებად გადაქცეულან.. “
რასულ გამზატოვი:
“Они до сей поры с времен тех дальних
Летят и подают нам голоса.
Не потому ль так часто и печально
Мы замолкаем, глядя в небеса?
Летит, летит по небу клин усталый -
Летит в тумане на исходе дня,
И в том строю есть промежуток малый -
Быть может, это место для меня!”
შოთა ნიშნიანიძე:
“წეროთა გუნდი ყივის და ყივის,
ისინი მართლა ჩვენი ძმებია,
ერთგან გამწყდარა მიჯრილი მწკრივი
და ალბათ ჩემი შესავსებია.”
მარო მაყაშვილი:
“წეროთა გუნდი ყივის და ყივის
ისინი მართლაც ჩემი ძმებია.
სადღაც გამქრალა მიჯრილი მწკრივი
და, ალბათ, ჩემი შესავსებია…”
კომენტარი ზედმეტია...
ჰოდა, აი, ახლა გავიმეორებ შეკითხვას, რომელიც წერილის შესავალში დავსვი,და რომელზეც პასუხი პრინციპში სახეზეა:
თქვენ იცოდით, ბატონებო და ქალბატონებო?
რასაკვირველია იცოდით..
შოთა ნიშნიანიძემ აუცილებლად და ყველა ვარიანტში იცოდა და არამგონია, ეს თქვენს წრეში დამალულიყო...
როდის წააკითხეთ თუ წაუკითხეთ მაროს ლექსი თქვენს მეგობარ რასულ გამზატოვს, რომელიც ლამის საქართველოში ცხოვრობდა, და პატივისცემა არ დაკლებია თქვენგან? რომელ სუფრაზე? ალბათ საქართველოსთვის დაღუპული გმირების სადღეგრძელოს წარმოთქმისას...
არ გრცხვენიათ???
გამზათოვს რას ვერჩი- ბანალური ქურდი, პლაგიატია და კარიერა აიწყო ამ ლექსით..
თქევნ სად იყავით???
რატომ მიეცით ამის უფლება???
P.S.
სხვათაშორის, ჩემი შვილი,რომლესაც არც საბჭოეთში უცხოვრია და არც სუკ-თან ურთიერთობის „ბედნიერება“ ჰქონია, ეჭვობს, რომ რუსებმა სწორედაც იმიტომ „გააპიარეს“ ეს ლექსი ასე,რომ დამოუკიდებელი საქართველოს დამარცხების,დაჩოქების სიმბოლო იყო...
და სულაც არ გამორიცხავს თქვენს მდუმარე თანხმობას ამ საქმეში..
21-ე საუკუნის ქართველი ახალგაზრდები მიხედავენ ამ საქმეს, ბატონებო!
მარო მაყაშვილს დავუბრუნებთ თავისი დაღუპული ამხანაგების სიმბოლოს-თეთრ წეროს...
ამაზე მეტი ცინიზმი წარმოუდგენელია, ხომ?..
http://www.fmabkhazia.com/news/55-ekhskluz...eligencias.htmlერთი ეს სიმღერა მომწონდა რუსების და ისიც ჩვენთვის მოუპარავთ
This post has been edited by ushisha on 24 Jul 2015, 20:29