ამერიკის ღია პირველობა 2014
25 აგვისტო - 8 სექტემბერი
ამერიკის ღია პირველობა (U.S. Open) ჩოგბურთში არის, ერთ-ერთი დიდი სლემის ტურნირთაგანი,კერძოდ კი ბოლო. ტარდება აგვისტო-სექტემბერში. ტურნირი ტარდება ერთეულთა თანრიგში ქალთა და მამაკაცთა შორის, ასევე წყვილთა ტურნირი ქალთა და მამაკაცთა შორის, შერეული წყვილები, ახალგაზდებს და იუნიორთა შორის.
1978 წლიდან ტურნირი ტარდება ეროვნულ საჩოგბურთო ცენტრში USTA, რომელიც მდებარეობს ფლეშინგ მიდოუსის პარკში, კუინზი, ნიუ-იორკი.
ისტორიაამერიკის ღია ჩემპიონატი პირველად ჩატარდა 1881 წელს, ქალაქ ნიუპორტში, სახელწოდებით"ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატი მამაკაცთა შორის (U. S. National Men’s Singles Championship). ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ მხოლოდ მამაკაცები ერთეულთა თანრიგში. ტურნირში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ მხოლოდ კლუბის წევრებს რომლებიც გაერთიანებული იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების ლაუნ-ტენისის ასოციაციაში.
1890 წელს პირველად ჩატარდა "ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატი წყვილთა თანრიგში (U. S. National Men’s Doubles Championship).თავდაპირველად ტურნირი ტარდებოდა ცალ-ცალკე ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში. ამ ტურნირების გამარჯვებული კლუბები ფინალში ხვდებოდნენ ერთმანეთს. გამარჯვებული იღებდა უფლებას შეხვედროდა წინა წლის ჩემპიონს, ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად. ტურნირის ჩატარების ეს ფორმატი შეიცვალა 1911 წელს მამაკაცთა ტურნირის ჩატარებისას და 1918 წელს ქალთა ტურნირის ჩატარებისას.
ქალთა ერთეულთა ტურნირი „ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატი ქალთა შორის“ (U. S. Women’s National Singles Championship) პირველად ჩატარდა 1887 წელს. ხოლო ორი წლის შემდეგ,1889 წელს წყვილთა ტურნირი „ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატი წყვილთა შორის“ (U. S. Women’s National Doubles Championship).
1968 წლიდან ტურნირზე დაშვებულ იქნა პროფესიონალი ჩონგბურთელები, რომლებსაც აქამდე ამის უფლება არ ქონდათ. ამ წელს ტურნირში მონაწილეობდა 96 მამაკაცი და 63 ქალი სპორტსმენი, ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენდა 100 000 დოლარს.1978 წლიდან დღემდე ტურნირი ტარდება ფლეშინგ მედოუსზე.
კორტებიყველაზე დიდი კორტი აქ ამერიკის ღია პირველობაზე და მთელ მსოფლიოში
არტურ ეშის სახელობის არის. ის 24 000 ადამიანს იტევს. ართუ ეშ არენა 1997 წელს არის აგებული და 1968 წლის ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულის აფრო ამერიკელი ართუ ეშის სახელს ატარებს .

სიდიდით მეორე არენა ამერიკის ღია პირველობაზე კი
ლუი ამსტრონგის სახელობისაა .როგორც მოგეხსენებათ ლუი ამსტრონგი ძალიან ახლოს ცხოვრობდა ამ საჩოგბურთო კომპლექსთან და ამის გამო ჰქვია მისი სახელი ამ არენას. არენა 1978 წელს აიგო და 10 000 ადამიანს იტევს . თავდაპირველად არენა 18 000 ადამიანს იტევდა თუმდა ართუ ეშ არენის აშენების შემდეგ ეს ციფრი 10 000 ადამიანამდე დაიყვანეს.
საპრიზო თანხა
სარეიტინგო ქულები
2013 წლის ჩემპიონები
ქალების ერთეილთა თანრიგი : [1] სერენა უილიამსი (USA) def. [2] ვიქტორია აზარენკა (BEL) 7-5 6-7 6-1
მამაკაცთა ერთეულთა თანრიგი : [2] რაფაელ ნადალი (ESP) def. [1] ნოვაკ ჯოკოვიჩი (SRB) 6-2 3-6 6-4 6-1
ქალთა წყვითა ტანრიგი : [5] ჰლავაჩკოვა/ჰრადეჩკა (SVK/CZE) def. [8] ბარტი/დელაკუა (AUS/AUS) 6-7 6-1 6-4
მამაკაცთა წყვილთა თანრიგი : [5] პაეს/სტეპანეკი (IND/CZE) def. [2] სუარეში/პეია (BRA/AUT) 6-1 6-3
შერეულ წყვილთა თანრიგი: ხლავაჩკოვა/მირნი (CZE/BEL) def. სირსი/გონსალესი USA/MEX) 7-6 6-3
რომელი ტელეკომპანია აჩვენებს?რომელ საათზე იწყება?Eurosport 19:00 LIVE
Eurosport 2 19:00 LIVE