Reuters -ირანმა გუშინ მრეწველობის ძირითადი დარგების და სავაჭრო კავშირების აღდგენის გეგმა წარმოადგინა, მას შემდეგ რაც მსოფლიოს 6 სახელმწიფოსთან ბირთვული შეთანხმება გააფორმა და განაცხადა, რომ 2020 წლისთვის $185 მლრდ-ის მოცულობის ნავთობისა და გაზის პროექტებში მონაწილეობას აპირებს.
მრეწველობის, მაღაროების და ვაჭრობის მინისტრმა მოჰამედ რეზა ნემათზადემ განაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკა ფოკუსირებულია თავის ნავთობისა და გაზის, ლითონის წარმოების და ავტომრეწველობის სფეროებზე და გეგმავს ევროპაში ექსპორტს, მას შემდეგ რაც სანქციები მოიხსნება.
ჩვენ ვისწრაფით ორმხრივი ვაჭრობისკენ და ასევე თანამშრომლობისკენ კვლევით, საკონსტრუქტორო და ტექნოლოგიურ სფეროებში“, - განაცხადა ნემათზადემ კონფერენციაზე ვენაში. -ჩვენ აღარ ვართ დაინტერესებული საქონლის და მოწყობილობების მხოლოდ ცალმხრივი იმპორტით ევროპიდან“.
ირანის სანავთობო მრეწველობის მინისტრის მოადგილემ ჰოსეინ ზამანინიამ კი განაცხადა, რომ თეირანმა განსაზღვრა თითქმის 50 პროექტი, საერთო ღირებულებით $185 მლრდ, რომელთა ხელმოწერას იმედოვნებს 2020 წლისთვის.
გარდა ამისა, ახალ უცხოელ პარტნიორებთან მოსალოდნელი მოლაპარაკებებისთვის სამზადისში, ირანმა შეთანხმების ახალი მოდელი შეიმუშავა, რომლესაც კომპექსური სანავთობო კონტრაქტი უწოდა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მოჰამად ხაზაიმ კი განაცხადა, რომ ირანმა უკვე დაასრულა მოლაპარაკებები რამდენიმე ევროპულ კომპანიასთან, რომელთაც ირანში ფულის ინვესტირება უნდათ.
http://agora.ge/news_.php?news_id=8493იმედია ჩვენი მთავრობა მალე მოიფიქრებს ახლა ამათან წასვლას და მოლაპარაკებების დაწყებას, იქნებ საწვავიც უფრო იაფად შემოვიდეს + ტრანზიტი..