Levan Alapishvili
17 წთ. · 
გაოცებული და გაბრაზებული ვარ, სტიქიის მართვის საკითხებს არ შევისწავლითო. პროკურატურის ვერსია ასეთი გამოდის: ისინი სწავლობენ კავშირს 14 ივნისს სტიქიის შედეგად ადამიანთა დაღუპვასა და 2009 წელს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დაცვას შორის.
ვწუხვარ, რომ ასეთ ელემენტარულ საკითხებზე მიწევს კომენტარის გაკეთება. ეს ქმედება და განცხადება არის არაკომპეტენტურობის და პოლიტიკურად მოტივირებული (არა იმდენად ოპონენტების დევნის, არამედ საკუთარი პასუხისმგებლობის შესამსუბუქებელი) გადაწყვეტილების მკაფიო გამოვლინება.
სისხლის სამართლის კოდექსისბ 240-ე მუხლი სულ სხვა შემთხვევას შეეხება, სამშენებლო საქმიანობისას თუკი დაირღვა უსაფრთხოების წესები და შედეგად დაიღუპა ადამიანი. ამ ყველაფერს სტიქიის გამოძიიებასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
უფრო გასაგებად რომ ავხსნათ თუკი გმირთა მოედანი-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობისას (2009-2010 წლები) არ იყო დაცული უსაფრთხოების წესები და შედეგად მუშა ან სხვა პირი დაიღუპა აი იმ შემთხვევაში უდა წარიმართოს გამოძიება ამ მუხლით. 2015 წლის 13 ივნისი 2009-2010 წლები კალენდარულად მაინც ერთმანეთს რომ დააკავშირო დიდი მონდომება დაგჭირდება და ვირტუოზი უნდა იყო.
გუშინ, გასაგებად დავწერე, კანონის დონეზე ამ გზის მშენებლობა 2008 წლიდან წესრიგში იყო, მას არ სჭირდებოდა არც მშენებლობის ნებართვა, არც გარემოზე ზემოქმედების შეფასება და არც ეკოლოგიური ექსპერტიზა.
ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის ციტირება:
" მუხლი 240. სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა 
1. უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
ამ კვალიფიციურ იურისტსა და ექსპერტს მაინც მოუსმინეთ თქვე ფარჩაკო მთავრობავ, სასაცილო მდგომარეობაში იგდებთ თავს 
