რა განხსახილველი თემა ესაა, ეგოისტი სირია და იმიტომ არ დაესწრო.
ლერი ხაბელოვის განმარტება პრეზიდენტის ოლიმპიადაზე მიწვევასთან დაკავშირებით
http://www.ipress.ge/new/10445-olimpiuri-k...n-dakavshirebit"აქ არაფერი დასამალი არ არის. საორგანიზაციო კომიტეტი მუშაობდა პროტოკოლთან ამ საკითხებთან დაკავშირებით. ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, 6 ივნისს ჩვენ გავაგზავნეთ წერილი, სადაც პრეზიდენტს ვთხოვდით, დაეჯილდოვებინა პატრიკ ჰიკი (ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი) ოქროს საწმისით. მაგ წერილთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი პროტოკოლთან. უბრალოდ ელემენტარულად ვისაუბრეთ ამ თემებზე, ალბათ პრემიერი დაესწრებაო, ვუთხარი რომ პრემიერი დაესწრებოდა ღონისძიებას, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ოლიმპიური ფესტივალის ოფიციალურ გახსნას.
როცა პრეზიდენტის პროტოკოლმა მკითხა პრეზიდენტი სიტყვით გამოვა თუ არ გამოვაო, მე ვუთხარი ყველაფერი, როგორც იყო თანმიმდევრობა. ვუთხარი, რომ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე გამოვიდოდა სიტყვით, ასევე ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი და გახსნის შემდეგ ორ სიტყვას იტყოდა პრემიერმინისტრი, თავიდანვე ასე იყო გადაწყვეტილი და შეთანხმებული. ჩვეულებრივ, ამ დროს ამბობენ ხოლმე ორი სიტყვით, "2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გახსნილია", მეტი არაფერი უთქვამს პრემიერს.
შემდეგ მკითხეს, პრეზიდენტმა რა უნდა თქვას, რას აკეთებსო, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი მაყურებლები ვართ მეთქი. მეც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ვარ და არც მე გამოვსულვარ სიტყვით, მაშინ მეც უნდა მქონოდა რაღაც კითხვის ნიშნები, რატომ არ გამოვედი მე სიტყვით. პროტოკოლი ითვალისწინებს ამ განრიგს, რაც დაწესებულია: 1. უნდა გამოსულიყო თავმჯდომარე; 2. უნდა გამოსულიყო ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი და 3. ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი.
ელემენტარულად, შეიძლება ეს ღონისძიება გახსნას პრემიერმინისტრმაც და პრეზიდენტმაც, აქ არანაირი პრობლემა არ არის, ან ერთი ან მეორე უმაღლესი თანამდებობის პირი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში, ვინაიდან საორგანიზაციო საკითხების სამთავრობო კომისიას ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, ჩართული იყო პირველივე დღიდან, ყველა პრობლემა იცოდა, ყველაფერს ფაქტობრივად განაგებდა და ყველაფერის საქმის კურსში იყო, გადაწყდა ასე." - განაცხადა ლერი ხაბელოვმა "აიპრესთან" საუბრისას.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება სწორად იქნა მიღებული, რადგან პრემიერი უშუალოდ იყო ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებში ჩართული.
ბატონო ლერი, პრეზიდენტი არ მოვიდა იმიტომ, რომ სიტყვით პრემიერი გამოდიოდა და არა ის? სწორად გავიგე? და არა ის, რომ მოსაწვევი არ მიიღო...
ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა ალექსანდრე ახვლედიანმა გააკეთა ცოტა ხნის წინ განცხადება და დააზუსტა ყველაფერი. თქვა რომ გადასცეს მოსაწვევი. ამას არც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყოფენ.
ჩვენთან ერთადერთი იყო მხოლოდ წერილის გაგზავნა, სადაც ვთხოვდით პრეზიდენტ მარგველაშვილს დაეჯილდოვებინა პატრიკ ჰიკი ოქროს საწმისით.