ATSC
მოკლედ ჩვენთან როგორც ტელევიზორს ვერ გამოიყენებ,
მას შემდეგ რაც ჩვენც ციფრულზე გადავალთ სეთთოფბოქსი მაინც დაგჭირდება.
ტრანსპორტირების ფასი მხოლოდ მიახლოებით შეგიძლია დაიანგარიშო, დიდი ალბათობით გარე საფოსტო ყუთს არ მოაცილებენ. ანუ ორიგინალი ყუთი იდება აირბალიშებით უფრო დიდ საფოსტო ყუთში. იმიტომ რომ ელექტრონიკის გადაფუთვა არ ხდება, ჰოდა გიღირს მოცულობითი წონით გადახდა?
და ამისთანა რა მოდელია? აქ არ იყიდება?
და დეფექტით რომ იყოს რას იზამ უკან გააგზავნი? იცი რა ჯდება უკან გაგზავნა?
უსაფრთხოებას რაც შეეხება შეგიძლია დააზღვიო, მაგრამ გაითვალისწინე რომ დაზღვევა მხოლოდ ყუთის გარეგნულ დაზიანებაზე მოქმედებს, ანუ ყუთი თუ გარეგნულად მთელია შიგნით ყველაფერი სულ ნამსხვრევებად რომ იყოს ქცეული მაინც არ აგინაზღაურებენ.
P.S. ტელევიზორი არა, მაგრამ 5 წლის წინ 8 კგ-იანი Hi-Fi გამაძლიერებელი ჩამოვიტანე.
დღემდე უკიდურესად "თბილი" სიტყვებით ვიხსენიებ U2G-ს იმისთვის რაც მაშინ დამმართეს.
This post has been edited by alonso on 20 Nov 2014, 17:52