დავიწყებ შემთხვევით, რომელზეც ბევრი დაიწერა:
16 ივლისს, შორაპანთან მოხდა ავარია, რომელსაც შეეწირა ბაბუა და 40 დღის შვილიშვილის სიცოცხლე. რძალი და კიდევ რამოდენიმე სხვა მანქანაში მსხდომი ადამიანი დაიმტვრა.
ვიყავი გასვენებაში.
უმაგრესი ადამიანი და უდანაშაულო ჩვილი, რომლებიც, ფაქტიურად იქნენ მოკლულნი.
აი როგორ მოხდა ეს უბედურება:
ბაბუას შვილიშვილი ექიმთან ჰყავდა და ბრუნდებოდა ზესტაფონიდან სოფელ ძირულაში.
ამ დროს კი საწინააღმდეგო მიმართულებით მომავალ ტრაილერს ასწრებდა ერთი ავტომობილი, რომლის გადასწრებაც თავის მხრივ გადაწყვიტა 20 წლის ვიღაც ღლაპმა - ნათხოვარი მანქანით, რომელიც უბისას მინასტერში ახალდაქორწილებულების კურთხევის მერე, შეზარხოშებული - სუფრაზე მიიჩქაროდა...
ბაბუამ, როცა დაინახა ეს, დაამუხრუჭა... ვნახე ეს მუხრუჭი, ასე 10-12 მეტრის მანძილზე და მანქანა გააჩერა.
ჰოდა ამ გაჩერებულ მანქანას, მაღალი სიჩქარით შეასკდა მექორწილეს მანქანა, (მეტი ადგილი ფაქტიურად არც იყო), გადააფრინდა, ჰაერში ამოტრიალდა და კაპოტზე დაეცა უკან მომავალ მანქანას, რომელშიც სხვებთან ერთად იჯდა ფეხმძიმე ქალი...
კაპოტზე რომ არა, ადვილი წარმოსადგენია რაც მოხდებოდა.
ბაბუის მანქანა უკნიდან მიეჯახა კედელს.
რძალი მანქანიდან გადმოვარდა, ბაბუა და მისი შვილიშვილი ადგილზე დაიღუპნენ
ახლა მინდა ერთი რამ ვთქვა:
სახელმწიფომ, შეამცირა რა საჯარიმო სანქციები სხვადასხვა საგზაო წესების დარღვევაზე, ნაცვლად კიდევ უფრო გამკაცრებისა, ფაქტიურად სტიმული მისცა მძღოლებს ასე ეთარეშათ, შედეგად, მცირეფასიანი დარღვევების რაოდენობა არ მცირდება, ჯარიმების რაოდენობა იზრდება, რაც თავის მხრივ, როგორც ჩანს "მომგებიანია" ბიუჯეტისთვის... რადგან, მაგალითად სიმთვრალეზე, ან ზოლის გადაკვეთაზე, ან "გონკაობებზე" ღამით თუ დღისით - მანქანებით თუ ბაიკებით, რომ იყოს ჯარიმა 500 ლარი ან მეტით, პლუს გარკვეულ შემთხვევებში - "ლიშენიაც" რამოდენიმე წლით, მაშინ მოვლენ აზრზე "ლიხაჩები" და 1-2 შეცდომის მერე აღარ დაარღვევენ მოძრაობის წესებს...
ეს კი ალბათ წამგებიანია სახელმწიფოსთვის...
აი ამაშია საქმე: სახელმწიფოს ა რ ა წ ყ ო ბ ს რომ საგზაო მოძრაობის წესებს იცავდნენ საქართველოში.
პატრულიც არაფერს აკეთებს ამდაგვარი "მექორწილეების" თუ სხვადასხვა ტიპის ლიხაჩების მიმართ.
შედეგიც აგერ ვნახეთ... და ვაი რომ ალბათ არაუკანასკნელი.
This post has been edited by HiStorian on 25 Jul 2015, 23:34
მიმაგრებული სურათი