გამოქვეყნდა ოთხშაბათის "ჩვენს თამაშში"
პასუხი შაირობისთვისაც აგოსო 2016 წლიდან ზე 18-ის ახალი, აზიური გუნდი ტოკიოში დაბინავდება;
ზელანდიასა და აფრიკაში ფინალები მასპინძლებმა მოიგეს;
ავსტრალიაში კი ქერთლი ბილს ტრიბუნალმა 45 ათასი დოლარი აკმარა ჯარიმად http://Qaflan.netai.net/2014http://issuu.com/chveni-tamashiბოლო "ზე 15" გაისად გაიმართება, 21-ე სეზონში კი დასს სამი კლუბი ემატება - პორტ’ელიზაბეთის (აფრ) "ქინგზი", ბუენოს აირესი (არგ) და აზიური ფრანჩაიზი.
ამის ყოლაზე პრეტენზია ჰქონდათ იაპონიასა და სინგაპურს. ტენდერი გაჯანჯლდა. მედიაში მაინც ჟონავდა ცნობები. ბოლო ვერსია სწორი გამოდგა - სინგაპურმა აღიარა, რაგბული ტრადიცია ვერ მყოფნისო, და ორგანიზატორმა "სანზარ"-მაც ტოკიო გამოაცხადა გამარჯვებულად.
ბევრჯერ დაგვიწერია, რომ იაპონია 2019 წლის მსოფლიო თასის მასპინძელია, ლიგა მაგარი აქვს და აზიური რაგბის ალამდარიცაა - რეგიონს მსოფლიოზე უცვლელად წარადგენს, ხოლო სინგაპურში ოვალურ ბურთს უცხოელებიღა ეტანებიან.
სამაგიეროდ, ამ ქალაქს უახლესი, გადასარევი, 55-ათასა სტადიონი უქმად უცდება და "ზე 18"-ში რომ შეეღწია, კუნძულელებს იქირავებდა და მათ თვით ტანა უმანგას უსარდლებდა. გარდა ამისა, აფრიკიდან სინგაპურამდე 10 საათია საფრენი, იაპონიამდე კი - 18, რის გამოც გამარჯვებული ტოკიო იაპებს თურმე მაინც სინგაპურში დაუხვდება.
ხუთიდან ხუთიაფრიკის "ქარრის თასის" ფინალისტებს წრიულში შინ ეძლიათ მეტოქე - კონცხს მესამე რაუნდში 27:14 მოეგო, ლაიონზს (ყოფილ ტრასვაალს) კი მეექვსეში 35:33. ქეიპთაუნმა შარშანაც უმასპინძლა ფინალს, მაგრამ ბოკეებიან შარქსთან 19:33 წააგო, ხოლო წლეულს ნაკრების წევრებს შინ სარაგბოდ აღარ ეცალათ.
კონცხი კიდევ დამარცხდებოდა, მაგრამ ლაიონზის ქიქერმა, მარნიც ბოსჰოფმა 7 ცდით სამი გოლიღა გაიტანა. მისმა ვიზავმა, დიმიტრი კატრაკილისმა ხუთიდან ხუთი შეაგდო, ბოლო წუთზე კი მასპინძლებმა მოლი ჩააქციეს და გოლი რომ გასულიყო, დამატებითი დრო დაინიშნებოდა, მაგრამ არა - 19:16 კონცხის სასარგებლოდ!
სამხრეთი აფრიკის "ქარრის თასი"ფინალი
<< კონცხი 19:16 ლაიონზ
ლ: ტაუტე; გ 4ჯ: კატრაკილის -
ლ: ფან’დერ’ვალტ; გ: ბოსჰოფ; 3ჯ: ბოსჰოფ 2, კომბრინკ
რეფ იუბერ @ 25/10 ქეიპთაუნ, ნუვალანდს (44 ათასი)
3:0(4) 6:0(10) 13:0(36) /
13:3(45) 13:10(51) 13:13(58) 16:13(59) 19:13(66) 19:16(75)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...17&d=1414264016<< პროფესიული ხანის ფალავნები [* საზიაროდ]
ბულზ (პრეტორია) 6 1998 2002 2003 2004 2006* 2009
კონცხი (ქეიპთაუნ) 5 1997 2000 2001 2012 2014
შარქს (დურბან) 4 1996 2008 2010 2013
ჩიტაზ (ბლუმფონტეინ) 3 2005 2006* 2007
ლაიონზ (იოჰანესბერგ) 2 1999 2011
პირველი პროვინციელიზელანდიის პირველობის ფორმულა ბევრჯერ ავხსენით - 14 გუნდი ორ დონედაა დაყოფილი, მაგრამ ძლიერები სუსტებსაც ეთამაშებიან, ხოლო 7-ეულთა ცხრილები ცალ-ცალკე დგება. ამიტომ პლეი’ოფიცა და ფინალიც ორია.
ქვემოთ, ჩემპიონ’შიპში, მასპინძელი მანავატუ ლამის სულ ბოლომდე აგებდა ჰოქს’ბეისთან, მაგრამ ბექებით ორი ლელო გაიტანა, 32:24 იმარჯვა და ზემო შვიდეულში გაისად თვით ველინგთონს შეცვლის, პრემიერ’შიპზე კი თარანაქიმ თრილერში 36:32 ძლია ტასმანი და პირველად იფალავნა.
თარანაქი შარშან მეექვსე იყო, ტასმანმა კი ჩემპიონ’შიპი მოიგო და აღზევდა. წლეულს, წრიულის მეხუთე რაუნდში, ტასმანის მოედანზე თარანაქიმ 31:30 იმარჯვა ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი და რაკი წყვილმა მხარდამხარ, ტოლად დააფინიშა, ფინალის მასპინძლობა პირისპირ რკენაში გამარჯვებულს ერგო.
ორ-ორი ლელო გაიტანეს თარანაქელმა ჩარლი ნგატაიმ და ტასმანელმა ბილი გაითონმა. სტუმრებმა ლელო ერთით მეტი დადეს, მაგრამ მართი ბენქსმა ოთხი ჯარიმა დაახაია, მაშინ როცა ქოდი რეიმ ზუსტად ურტყა.
სხვაფრივ, კივეთში დასრულდა ქენთებრის 6-წლიანი ზეობა და ტიტული პირველად მოიპოვა პროვინციამ, რომელიც ზე’რაგბის ფრანჩაიზის ცენტრი არაა.
ახალი ზელანდიის "აი’თი’ემ-ის თასი"ფინალები
ჩემპიონ’შიპ (VIII ადგილი)
<< მანავატუ 32:24 ჰოქს’ბეი
4ლ: ჰემინგთონ მილნერ-სქადერ ემერი ნთ.ტუდრო; 3გ: ბლექ 2, ტე’რურე; 2ჯ: ბლექ -
3ლ: ვესთ ჩეიზ (2 3) 3გ ჯ: ვესთ
რეფ ვილიამსონ @ 24/10 პამერსთონ’ნორს, ეფ’ემ’ჯი
3:0(12) 3:7(17) 3:14(26) 6:14(33) /
13:14(45) 13:17(51) 20:17(56) 20:24(69) 27:24(77) 32:24(80)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...86&d=1414156178პრემიერ’შიპ (I ადგილი)
<< თარანაქი 36:32 ტასმან
3ლ: რ.მარშალ ნგატაი (2 3) 3გ 5ჯ: რეი -
4ლ: ფონოტია გაითონ (2 4) სამუ; 3გ 2ჯ: ბენქს
რეფ ჯექსონ @ 25/10 ნიუ’პლიმუთ, იაროუ
3:0(4) 6:0(8) 6:7(20) 13:7(33) 13:10(38) 16:10(40) /
23:10(44) 23:13(49) 30:13(56) 33:13(58) 33:20(66) 33:27(72) 36:27(74) 36:32(80)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...08&d=1414243263<< პროფესიული ხანის ფალავნები
ქენთებრი (ქრაისთჩერჩ) 9 1997 2001 2004 2008-2013
ოქლენდ 6 1996 1999 2002 2003 2005 2007
ოთაგო (დანიდინ) 1 1998
ველინგთონ 1 2000
ვაიქათო (ჰემილთონ) 1 2006
თარანაქი (ნიუ’პლიმუთ) 1 2014
ექსპერიმენტი შეწყდებაავსტრალიაში რაგბი სულ ლიგას რომ ედრება, სენსაციურობითაც არ ჩამორჩა მდიდარ კონკურენტს - "დიდ ფინალში" მესამე და მეოთხე ნომრები გავიდნენ, რის გამოც თამაში მელბურნის ნაცვლად ბრისბენში გაიმართება.
არადა, წრიულში მელბურნს რვავე მეტოქე ბონუსით ეძლია, სეზონის ფინიშზე კი შინ წააგო პერთთან. მედიამ ეგეც შეიტყო, რომ შეჯიბრმა ვერც ამჯერად გაამართლა - პირველი მცდელობა 2007 წელს ჩაფლავდა; კავშირსაც ფული რომ აღარა აქვს მის დასაფინანსებლად, ფოქსს "ეროვნული პირველობა" უკვე ამოუშლია საგაისო ტელე-მენიუდან.
სხვაფრივ, "საცდელ წესთა" წყალობით ოზეთში შედეგიანობა ფრიადია: თუ დანარჩენ რაგბეთში სამი გოლი სძალავს გარდასახულ ლელოს (3*3 > 5+2), ავსტრალიური ნიხრით ოთხიღა აბათილებს (4*2 = 5+3), რის გამოც კარში ჯარიმების დარტყმას აღარავინ ეშურება და ლელოს გასატანად ბურთაობს.
ერთი კია, რაგბის ბრიტანულ-ფრანგული გაგება ბარაქიან ანგარიშებს ნაღდად ვერ იგუებს და ექსპერიმენტი შეწყდება.
ავსტრალიის "ეროვნული პირველობა"ნახევარ’ფინალები (ჯ, ა = 2, გ = 3 ქ)
<< იგლზ 26:32 ბრისბენ
4ლ: ვინდსორ ვარა ვაეა სთაბს; 2გ: ვინდსორ / სბ: მილერ -
4ლ: ვაჰაულუ (1 3) [საჯ] ვაით; 4გ: მაკ’ინთაიერ
რეფ გარდნერ @ 24/10 გოსფორდ (500)
0:8(3) 8:8(6) 13:8(14) სბ(20ი) 13:16(26) 21:16(31) 26:16(34) /
26:24(54) 26:32(57)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...92&d=1414186030<< მელბურნ 29:45 პერთ
4ლ: ინმენ პლესიდ ნაივალუ დებროსინი; 3გ: დებროსინი -
6ლ: ბრაქი (1 2) ჰოსქინს მატუაუტო (4 6) ვაიქს; 5გ: ჰოუმს / სბ: ჰარდვიქ
რეფ ჰიუსთონ @ 25/10 აამი პარქ (1 764)
0:5(22) 0:13(25) 8:13(29) /
8:21(43) 16:21(53) 16:29(61) 16:37(67) 24:37(69) სბ(75პ) 29:37(76) 29:45(80)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...14&d=1414256003<< ფინალი @ 1/11 (საქ დროით)
ბრისბენ 12.40 პერთ @ ბალიმორ
ლელოიანობა ზე’რაგბის სამი დამფუძნებლის პირველობაზე
ქვეყანა თ ლ ლ/თ ქ ქ/თ 5*ლ/ქ
ავსტრალია 36 331 9.2 2369 65.8 69.7%
აფრიკა 40 242 6.1 2167 54.2 55.8%
ზელანდია 70 415 5.9 3616 51.7 57.4%
მეოთხე ბექივიდრე ვოლაბებს ევროპულ ტურნეზე გაისტუმრებდა, კავშირმა სეზონის შემაჯამებელი წვეულება გამართა. ღონისძიება ტელევიზიით არ გადაცემულა! საღ’სალამათი ჯონ ილზის მედალი ერგო ნალიგარ იზრაელ ფოლაუს, მეორე ადგილზე კი ნაკრების კაპიტანი, კონკურსის შარშანდელი გამარჯვებული, მაიქლ ჰუპერი გავიდა.
ფოლაუ ოდენ მეოთხე ბექია, ვინც ტოლებმა 14 წელში საუკეთესოდ სცნეს - აქამდე მედალი რგებიათ ქრის ლეითემს (2006), მეთ გიტოს (2009) და ქერთლი ბილს (2011). ამის გამო ჯერაც არ დამცხრალა ვნებები:
დამოუკიდებელმა ტრიბუნალმა პარასკევს ოთხი საათი იხილა მტკიცებულებები და დაასკვნა, რომ აწ უკვე გადამდგარ ბიზნეს-მენეჯერს, დაი პეთსთონს ქერთლის მობილურიდან კი არ მისვლია მეორე, უფრო უხამსი მესიჯი, არამედ - სხვისგან!
შეუცვლელი ყოფილაკავშირს ამაზე თურმე პირ’კატა ეცა! მთავარ მოხელეს, ბილ პულვერსა და ამალას მორაგბის სამაგალითოდ დასჯა სურდათ, მაგრამ იმასღა მიაღწიეს, რომ ბიჭს ჯარიმა დააკისრეს და "ამოღებულ" თანხას "სამსახურში ქალთა დაწინაურების ხელშემწყობ ფონდს" ჩაურიცხავენ.
ამაზე ქალბატონმა პეთსთონმა გუდას პირი მოხსნა, ქერთლიმ ბევრჯერ მომატყუა - თურმე "შიშველი დედაკაცის ფოტოს შემცველი პირველი მესიჯი" ჯერ გუნდელებს დაუგზავნა და მერე, შეცდომით - მეცო.
ნაკრების წევრთა თვითმარქვია დედილომ თავიც მოისაწყლა, ზედმეტი წონა კარგა ხანია მაწუხებს, რის გამოც ბილის დაცინვა ძნელად გადავიტანე; ისედაც სულ წამლებსა ვსვამ და ახლა თავის მოკვლაც დავაპირეო - არადა, პულვერს თუ დაეჯერება, ქალი საქმეში შეუცვლელი იყო, ოღონდაც არგენტინაში გუნდის ბარგი დაეკარგა!
ზე 15 და ჰაინეკენისაპნის ოპერა რომ მობეზრდა და კავშირიც მედიას უწყრება, "სიდნი მორნინგ ჰეროლდში" მეოთხედ-საუკუნე ნამუშევარმა გრეგ გრაუდენმა პულვერს მოუწოდა, რაგბის სიკეთე თუ გსურს, ახლავე უნდა გადადგე, რათა ქვეყანაში თამაშის გაძღოლა სპორტის ადმინისტრატორებმა გადაიბარონ და არა ძმა-ბიჭობით შერჩეულმა, უუნარო ხალხმაო.
კავშირმა ამას წაუყრუა, ბილმა კი ახლა თურმე თვითმფრინავში დაისთან შაირობისთვისაც უნდა აგოს პასუხი. მედია იმასაც უკიჟინებს მახვშებს, რომ ესენი აღარ აპირებენ იმის გამოძიებას, თუ ვინ გააგზავნა ის, მეორე, საბედისწერო მესიჯი, და საერთოდაც, თემი იმაზე წუხს, რომ კავშირი რაგბის ნაცვლად სულ სხვა საქმებითაა დაკავებული.
დასასრულ, ვოლაბთა ახალი მწვრთნელის, 47 წლის მაიქლ ჩეკას გამოც. გურუ ძირით ლიბანელია. თამაშობდა 8 ნომრად. ჰყავს ოთხი შვილი. "ავსტრალიურის" გარდა იცის ფრანგული, იტალიური და არაბული, და სრულიად რაგბეთშიც ერთადერთია, ვისაც მწვრთნელად ორივე ნახევარ’სფეროში მოუგია უმთავრესი ტურნირი - "ზე 15" (ვორათაზ 2014) და "ჰაინეკენის თასი" (ლენსთერ 2009)
@