ვააა. მართლა?
წყარო დევს სადმე?
ეს ვნახე:
http://www.tabula.ge/ge/story/95677-bunebr...ic-gagrdzeldebaპირველი მაისიდან ბუნებრივი აირის ტარიფი კომერციული აბონენტებისთვის არ გაიზრდება, - ამის შესახებ დღეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა. კახა კალაძის თქმით, სამინისტრო მაისშიც გააგრძელებს ტარიფის სუბსიდირებას. სუბსიდიის მოცულობა თვეში დაახლოებით 15 მილიონ ლარს შეადგენს.
ტარიფის სუბსიდირება მარტში დაიწყო, მაშინ ვიცეპრემიერი კახა კალაძე აცხადებდა, რომ ტარიფის სუბსიდირება მხოლოდ ორ თვეს გასტანდა და პირველი მაისიდან შეწყდებოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, სამინისტრო ამ ეტაპზე ტარიფის სუბსიდირების პროექტიდან გამოსვლას არ გეგმავს.
კომერციული აბონენტებისთვის ტარიფის სუბსიდირება საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის ფინანსებით ხორციელდება, რომელიც, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, ენერგოსისტემის განვითარებას მოხმარებოდა. ტარიფის სუბსიდირებას სხვა უარყოფითი ეფექტიც აქვს, რადგანაც ამ დროს სახელმწიფო მსხვილ კომპანიებს ხელოვნურად უქმნის საბაზრო ფასზე უკეთეს პირობებს, რაშიც სახელმწიფოს ფინანსები იხარჯება.
http://www.liberali.ge/ge/liberali/news/124411/კომერციული გაზის ტარიფზე მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, ტარიფი შენარჩუნდება თუ მცირედით გაიზრდება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ.
რაც შეეხება კითხვას, თუ როგორ მოახდინა მთავრობამ გაზის ტარიფის სუბსიდირება, კალაძე ამბობს, რომ სუბსიდირება გაზისა და ნავთობის კორპორაციის ხარჯზე მოხდა.
http://www.resonancedaily.com/index.php?id...3&id_artc=24167ერთ წელიწადში საქართველოს მოსახლეობას, შესაძლოა, გაზი გაუძვირდეს. როგორც კი სუბსიდირების ვადა ამოიწურება, ქვეყანაში ტარიფის გადახედვის აუცილებლობა დადგება. სოციალური გაზის სუბსიდირებას მთავრობა 2016 წლის 1-ელ მარტამდე განახორციელებს. დიდი ალბათობით, ამ პერიოდში მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი შენარჩუნდება, მაგრამ რა მოხდება შემდეგ, მთავრობას ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ აქვს.
"რეზონანსი" შეეცადა გაერკვია, თუ როგორ ხდება სუბსიდირება და რა მექანიზმს ფლობს ამისთვის "ნავთობისა და გაზის კორპორაცია", რომელსაც ამის ვალდებულება აქვს. დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა გარკვევა, კორპორაცია რა შემოსვალს იყენებს ამ ხარჯის გასაწევად.
"კომერსანტის" ინფორმაციით, 2015 წლის 9 მარტის მთავრობის განკარგულების მიხედვით, სუბსიდირება ნავთობისა და გაზის კორპორაციას დაევალა. კერძოდ, როგორც 436-ე განკარგულებაშია აღნიშნული, "უცხოური ვალუტის მიმართ ლარის გაცვლითი კურსის ცვლილების შედეგად, საყოფაცხოვრებო მომხმარებელთათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების ფასის ზრდის თავიდან აცილების, კერძოდ, მისი ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით, სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" ბუნებრივი გაზის მიწოდების არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მიწოდების მიზნით, ბუნებრივი გაზის მიწოდება 2015 წლის პირველი მარტიდან 2016 წლის პირველ მარტამდე პერიოდში 121,2 აშშ დოლარის ნაცვლად, განახორციელოს 115,5 აშშ დოლარად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, გადახდის დღეს არსებული გაცვლითი კურსის შესაბამისად".
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი აცხადებს, რომ სოციალური გაზის სუბსიდირება აქამდეც ხდებოდა, თუმცა ლარის გაუფასურების გამო, მთავრობის დადგენილებით, არსებული სუბსიდირების პროცენტული წილი გაიზრდება. მისი ინფორმაციით, მთავრობას ლარის გაუფასურება სოციალური გაზის სეგმენტში 16-17 მილიონი ლარი დაუჯდება.
მთავრობამ სუბსიდიის გაზრდის გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რათა კურსთა შორის სხვაობის ეფექტი კომპენსირებული იყოს. "ლარის გუფასურების გამო, რეალურად, გაზი ძვირდება იმდენი პროცენტით, რამდენი პროცენტითაც გაუფასურება მოხდა", - აღნიშნა ვალიშვილმა.
აქედან გამომდინარე, ლარის კურსი სამომავლოდაც თუ დაეცემა, გავლენას გაზის ტარიფის გაძვირების ვადაზეც მოახდენს. ამ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, მოსახლეობას გადასახადი ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგაც გაეზარდოს.
"რეზონანსის" ამ ეჭვს ამყარებს ეკონომიკის სფეროს ექსპერტ გია ხუხაშვილის მოსაზრებაც. იგი დარწმუნებით აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობას ადრე თუ გვიან ბუნებრივი აირის გადასახადი გაუძვირდება და ეს გარდაუვალია.
"არსებული სავალუტო კურსი ხანგძლივად თუ შენარჩუნდა, ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდა გარდაუვალია. მესმის, რომ გადასახადის მატება მოსახლეობისთვის ძალიან მტკივნეული იქნება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, მაგრამ ვერც სხვა გამოსავალს ვხედავ. არსებული კონტრაქტებით გაზის ტარიფის შენარჩუნება უკვე შეუძლებელია.
როგორც კი სუბსიდირება მოიხსნება, გაზის გადასახადიც მოიმატებს. გააჩნია, სავალუტო კურსი რა შესაძლებლობას მოგვცემს. საქართველო სოციალური სტატუსის მქონე ქვეყანაა და ტარიფის ნებისმიერი დონით გაძვირება რისკს გაზრდის. ბუნებრივია, მოსახლეობის უკმაყოფილებასაც გამოიწვევს", - აცხადებს ხუხაშვილი და დასძენს, რომ დღესდღეობით ქვეყნისთვის ტარიფის "დაჭერის" მცირე შესაძლებლობაც არ არსებობს.
"იმისთვის, რომ ბუნებრივი აირის საცალო ფასი შევინარჩუნოთ, სუბსიდირება გამოსავალი არ არის. გაცილებით უკეთესია, გაჩნდეს სამუშაო ადგილები, ხალხს ჰქონდეს ხელფასი და გადასახადის გადახდა შეძლოს ღირსეულად. ეს იქნება პირობა, რომ მოსახლეობა მუდმივად არ იყოს სუბსიდირების იმედზე.
სავალუტო კრიზისის ფონზე ბუნებრივი აირის გაძვირება ისედაც მოსალოდნელი იყო. ეს საკითხი გაცილებით ჯანსაღად და სწორად გადაწყდებოდა, რომ გადახდისუნარიანი მოსახლეობა გვყავდეს. სუბსიდირება მხოლოდ დროებითი გამოსავალია და ვერ მოგვცემს პრობლემის ხანგძლივ ვადაში მოგვარების შესაძლებლობას", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.
ჯერჯერობით უცნობია, რა ცვლილებებს განახორციელებს მთავრობა კომერციული გაზის ტარიფზე. ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გუშინ განაცხადა, რომ მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება, ტარიფი შენარჩუნდება თუ მცირედით გაიზრდება.
ამის შესახებ მან იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როგორ მოახდინა მთავრობამ გაზის ტარიფის სუბსიდირება მაშინ, როდესაც არ ჰქონდა სუბსიდირების ბიუჯეტი.
"სუბსიდირება მოხდა გაზისა და ნავთობის კორპორაციის ხარჯზე. ტარიფს რაც შეეხება, მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება ტარიფი შენარჩუნდება თუ მცირედით გაიზრდება", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.
This post has been edited by qutaiseli teroristi on 24 Jul 2015, 16:19