პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის უფლებების დამცველი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ აბულაძე პროცესებზე ტანსაცმლის უქონლობის გამო ვერ ცხადდება.
„ნიუპოსტთან“ საუბარში ხაჭაპურიძე აბულაძის გაუსაძლის პირობებზე საუბრობს.
„პროცესზე ვერ მოდის. ტანსაცმელი არ აქვს. რაც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი ადამიანს, მაქვს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, მას ეს უფლება წართმეული აქვს. კაცი თანამედროვე გრაფი მონტე კრისტო. გეტყვით მის მდგომარეობას - წვერები, ფრჩხილები 10-15 სანტიმეტრი, ტილები და დაფლეთილი ტანისამოსით. პროსეცზე ვერ მოდის ტანმსაცმლის უქონლობის გამო. ჰიგიენის პრობლემებზე საუბარ აღარ არის. ხორციელდება ფიზიკური ზეწოლა. ცემა მიმდინარეობდა საათობით. როდესაც დააკავეს, გლდანის ციხის თანამშრომლებმა სცემეს. შემდეგ სასამართლოზე რომ მიიყვანეს ბადრაგის ტანამშრომლებმა სცემეს, შემდეგ მეშვიდე საპყრობილეში მიმდინარეობდა მისი ცემა. პატიმარს ამ წუთებში ჩვენ ვერ ვნახულობთ. შიშველია და შიშველმა ადამიანმა როგორ უნდა იაროს“, - ამბობს ხაჭაპურიძე.
მისი თქმით, აბულაძის ყველა ახლობელს აკრძალული აქვს ციხეში მისთვის რამის შეგზავნა.
„ერთადერთი ბოლო მასთან სახალხო დამცველი იყო. საჭმელსაც არ ჭამს. სადაც ის არის იმას საკანი არ ჰქვია, შუქი არ არის, გათიშულია და ფანჯრიდანაც არ შედის სინათლე. წითელი პარასკევის შემდეგ მზის შუქი არ უნახია. მაშინ ამოვიყვანოთ და დავხვრიტოთ, ხმას არ ამოიღებს. ესეთ ყოფნას რა აზრი აქვს“, - ამბობს ხაჭაპურიძე.
შეგახსენებთ, შალვა აბულაძეს ბრალად პოლიციელების მკვლელობა და იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვა ედება.
http://www.newposts.ge/?l=G&id=82738-%E1%8...%83%9C%E1%83%98საიტზე სასწაული კომენტარებია