"ამერიკის შეერთებული შტატების ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA)-ის მიხედვით, გადაჭარბებული რწმენა, ან ღვთისადმი ძლიერი და ვნებიანი სიყვარული, იმ შემთვევაში, თუკი ადამიანის საღად აზროვნების უნარს არღვევს, ფსიქიკურ დაავადებად კლასიფიცირდება. ფსიქოლოგთა ასოციაციის კვლევის შესახებ, რომლის სრული ვერსიაც მოგვიანებით გამოქვეყნდება, ამერიკული გამოცემა The NewsNerd წერს.
საკამათო გადაწყვეტილება APA-მ ხუთწლიანი კვლევის შემდეგ მიიღო. ამ პერიოდის განმავლობაში ფსიქოლოგები ღრმად მორწმუნე რელიგიურ ადამიანებს აკვირდებოდნენ. როგორც აღმოჩნდა მათ უმრავლესობას ხშირად აღენიშნებოდათ შფოთვა, ემოციური აშლილობა, ჰალუცინაციები და პარანოია. კვლევამ აჩვენა, რომ ისინი, ვისაც ღმერთი დამსჯელად ჰყავს წარმოდგენილი, ჯანმრთელობის შესუსტებას უჩივიან, ხოლო მათ, ვისაც ღმერთის კეთილგანწყობის სწამს, არანაირი ფსიქიკური პრობლემა არ აღენიშნებათ. ამავდროულად აშშ-ის ფსიქოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ორივე რელიგიური ჯგუფის ადამიანები რეალობისგან მოწყვეტილები არიან.
ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ლილიან ენდრიუსი ამბობს: „ყოველწლიურად ათასობით ადამიანი კვდება მას შემდეგ, რაც რელიგიურ ნიადაგზე, მკურნალობაზე უარს აცხადებს. მას შემდეგ, რაც მათ ექიმები უხსნიან, რომ მკურნალობის გარეშე დაიღუპებიან, ისინი ამბობენ, რომ მათ ღმერთი გადაარჩენთ. ასეთი ადამიანები უუნაროები არიან გადაწყვეტილების მიღებაში“.
ლილიან ენდრიუსს მაგალითად იეჰოვას მოწმეები მოჰყავს. მისი თქმით, ისინი უარს აცხადებენ სისხლის გადასხმასა და სხვა სამედიცინო მომსახურებაზე. ექიმის განმარტებით, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ სამკურნალო ძალა მათ ხელშია. ზოგს მიაჩნია, რომ მას შეუძლია ღმერთს პირადად ელაპარაკოს.
„ყველა ეს ნიშნები ფსიქიკურ პრობლემებსა და რეალობისგან მოწყვეტას იწვევს. მორწმუნეებს სჯერათ, რომ გაბრაზებული ღმერთი ქაოსს, ნგრევას, სიკვდილსა და საუკუნოვან ომებს გამოიწვევს. თუმცა თანამედროვე საზოგადოება ვითარდება და არქაული რწმენის ნიშნები ნელ-ნელა ქრება. ეს პირველი ნაბიჯებია პოზიტიური განვითარების მხრივ’’, - აღნიშნავს ენდრიუსი.
აშშ-ს ფსიქოლოგთა ასოციაციის ახალი კლასიფიკაცია, ლობირებას გაუწევს ისეთი კანონის მიღებას, რომელიც ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელ სამედიცინო დახმარების იძულებით გამოყენებას გულისხმობს, რადგან მათ ამ შემთხვევაში, სულიერად ავადმყოფის სტატუსი ექნებათ.
აშშ-ის ფსიქოლოგთა კვლევის სრული ვერსია აგვისტოში გამოქვეყნდება."
პოლიტგანყიდან გადმოვაკოპირე
აშშ-ის ფსიქოლოგთა ასოციაციამ რელიგიური ფანატიზმი აქ უფრო აქტუალური პრობლემაა რელიგიური ფანატიზმი
People live their lives bound by what they accept as "correct" and "true". That's what they call "reality" However correct and true are nothing but vague terms. Their reality could turn out to be an illusion.
ლოგიკა ცოდნის შედეგად მოდის, შენი ლოგიკის არეალი იმდენად პატარაა, რამდენადაც შენი ცოდნა