ეგრეც შეიძლება

ხმაურობდა ჩიტების დახურული ბაზარი,
დაყოფილი დახლებად,
რიგებად და უბნებად,
გამოკეტილ გალიებს აწყდებოდა ბრმასავით
ჩალის ფასად გასაყიდი ჩიტის თავისუფლება.
უცებ ბიჭი გამოჩნდა,
რომელიღაც ჩიხიდან
შემოიჭრა ხალხის და მანქანების ხმაურში,
შეირბინა ბაზარში,
სამი მტრედი იყიდა,
გამოვიდა ბაზრიდან და სამივე გაუშვა.
This post has been edited by рerfectstranger on 29 Jul 2015, 11:12