Nirvana11"თბილისი ტური" დაუვიწყარ თავგადასავალს გთავაზობთ. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მხარე - სამეგრელოს მთიანეთი და ტობას განუმეორებელი ტბები. ტური თბილისიდან დაიწყება. დილის 6 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და მიკროავტობუსით მივემართებით სოფელს მუხურისკენ. მუხურში გველოდება სატვირთო ( სამხიდიანი) ავტომობილი, რომელის საშუალებითაც ავალთ ბილიკის დასაწყისთან. პირველ ღამეს მეჯოგეების ქოხთან ვათენებთ. მეორე დღეს მივემართებით პატარა ტობასკენ ( ცაშკიბურის ტობა). ბანაკი და ვახშამი ტბის პირას. ამ დღეს გადავდივართ 2900 მეტრზე. მესამე დღეს მივემართებით დიდი ტობასკენ ( ჭითაგვარა). გადავდივართ 3000 მეტრზე. ვბანაკდებით ტბის პირას. თუ გაგვიმართლე ამ დღესვე შეგვიძლია იალბუსის დანახვა, კარგი ამინდის შემთხვევაში. მეოთხე დღეს ვეშვებით მდინარე მაგანას ხეობაში და ვბანაკდებით მეჯოგეების ქოხთან, სადაც უგემრიელეს ელარჯს და გებჟალიას დავაგემოვნებთ. მეხუთე დღეს ავდივართ კირნახონაზე და იქვე ვბანაკდებით, ხოლო მეექვსე დღეს ვეშვებით სოფელ საჩინოში სადაც ვათენებთ ღამეს და მეშვიდე დღეს მიკროავტობუსით ვბრუნდებით თბილისში.
გზად ვნახულობთ : ულამაზეს ტბებს, ჩანჩქერებს, ფოთლოვან და წიწვოვან ტყეს და ალპიურ ზონას.
ტურის ხანგრძლივობა 7 დღე.
ტურის ღირებულებაში შედის : მიკროავტობუსი თბილისიდან და უკან. სატვირთო ავტომობილი. ცხენები. საჭმელი. გამყოლების მომსახურება.
რა უნდა ვიქონიოთ : საძლე ტომარა, ქვეშაგები ( პარალონი) სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ტანსაცმელი.
https://www.facebook.com/events/762010057248573/ტური კეთდება მათთვის ვისთვისაც ტობავარჩხილის ტბების ნახვა დღემდე ოცნებად რჩება, რადგან არ შეუძლია ანაც სურვილი არა აქვს მინიმუმ ხუთი დღის მანძილზე იაროს ფეხით ურთულეს რელიეფზე და ზურგით ატაროს მძიმე ზურგჩანთა.
ასევე გასვლა გათვლილია მათთვის ვისაც მძიმე სამუშაო გრაფიკის გამო ერთი კვირით სამსახურიდან გათავისუფლება არ შეუძლია. ამ გასვლისათვის მათ მხოლოდ ერთი სამუშაო დღის გათავისუფლება მოუწევთ.
ჩვენ გთავაზობთ გასვლას, რომლის განმავლობაშიც ნაკლები დატვირთვით შეძლებთ მოინახულოთ ულამაზესი ტობავარჩხილის ტბები. ტურის მონაწილეები მთელი გასვლის გან-ში ამხედრებულნი იქნებიან ცხენებზე და მათი ბარგიც ცხენებზე იქნება აკიდებული. უსაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარე მათ რამდენიმეჯერ, მხოლოდ ციცაბო დაღმართებზე მოუწევთ ჩამოსვლა და ფეხით სიარული.
გეგმა ასეთია:
1.დღე
ხუთშაბათს საღამოს გავალთ თბილისიდან 4X4 გამავლობის დელიკით და ხაიშის გავლით ავალთ სოფელ ზედა ვედში, სადაც დავბანაკდებით.
2. დღე
დილით ადრიანად ვიშლებით. ჩატარდება მოკლე ინსტრუქტაჟი მათთვის ვისთვისაც ცხენზე ჯდომა უცხოა. ამის შემდეგ კი ავმხედრდებით და დავიწყებთ ასვლას ნატახტიშტუდის უღელტეხილისკენ. უღელტეხილიდან დავეშვებით ულამაზეს ხობისწყლის სათავეში, სადაც მოვინახულებთ მწყემსებს, დავაგემოვნებთ უგემრიელეს ელარჯს და დავბანაკდებით მწყემსების სიახლოვეს.
3. დღე
დილით განვაგრძობთ გზას ტობავარჩხილის ტბისკენ. გზად ვნახავთ ულამაზეს ჩანჩქერებს და ორ ლამაზ ტბას. გულის ფორმის კალიაშის ტბას და მყინვარის ძირში მდებარე დიდიღელეს ტბას.
ტობავარჩხილზე გავშლით კარვებს და დავბანაკდებით.
რადგანაც ცხენებით თოვლიანი უღელტეხილის გადავლა საფრთხეებთან არის დაკავშირებული, ამ დღეს ცხენების და ბარგის გარეშე გადავალთ და მოვინახულებთ ოხოჯეს ტბას, იგივე ცაშკიბულიშ ტობავარჩხილს, რომელიც ბევრის აზრით ულამაზესია აქ მდებარე ტბებს შორის და იგივე უღელტეხილით დავბრუნდებით დიდ ტობაზე.
4. დღე
ადრიანად ავიბარგებით და დავეშვებით ისეც ზედა ვედში სადაც დაგვხვდება ჩვენი ტრანსპორტი, რომელიც წამოგვიყვანს თბილისში.
ფასი 350 ლარი.
ფასში შედის:
მგზავრობა თბილისი - ზუგდიდი - ხაიში - ზედა ვედი და უკან, ცხენების დაქირავების საფასური, კარვები, სალაშქრო გაზის ბალონები
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ორგანიზატორს ნომერზე :
595 85 58 38 - ლევანი
https://www.facebook.com/events/434295826757464/Nirvana11მე ვფიქრობ წასვლას და ეს შემოთავაზებები მოვიძიე ინტერნეტში:
სხვაც იქნება ნახე მაინც ან შეეხმიანე