მოკლედ, ვხედავ ხალხმა, მუდმივი, თავხედური გაპრავებით კაი პონტებს გამოკრა ხელი.
ამიტომ დავაფუძნე შპს "დაველოდოთ გამოძიებას" და აქტიურად ვაპრავებ ყველაფერს.
ჩვენი ნამუშევრები:
პატრულმა მოხია ოქმზე ხელისმოწერამდე? არაა პრობლემა - ძალიან სასწრაფო გამოძახება იყო და იქ წავიდა, მერე დაბრუნდება და მოაწერინებს, რატომ ჩხუბობთ?
თეფშები დააყადაღეს? მეორეჯერაც დააყადაღეს? - არ არის პრობლემა, მაგ თეფშებს მიშა აგროვებს, მერე გაყიდის და ბიუჯეტს შეავსებს, დაელოდეთ გამოძიებას
ქართუ ჯგუფი და ბანკი დააყადაღეს? ბიძინასიაო მაგრამ არ არის ბიძინასი? კარგი რა - ყველამ იცის რომ ბიძინასია და ხალხის მოსყიდვა უნდა, ვის ატყუებთ?

და ა.შ.
საერთოდ არ გვაქვს შუბლის ძარღვი და კლავიატურას კი ძვალი არ აქვს.
ფორუმელებზე ფასდაკლებაა, ახლა უკვე 20% ით მეტი სითავხედე.
როგორც ხედავთ ნიჭიერები ვართ, მაგრამ ზარმაცები და ცოტა ხელის წაკვრა გვინდა - მინისტრობამდე მაინც.