motherboard : P5G41T-M LX2/GB
wifi router : tenda w311r+
lan card : tenda l8139d
მოკლედ ვიყიდე ახალი ქსელის კარტა, ჩავაყენე და გაიჩითა შემდეგი პრობლემა:
კაბელს რომ ვუერთებ დაახლოებით ნახევარი წუთის განმავლობაში ძახილის ნიშანი ახატია, ხოლო შემდეგ როგორც სურათზე ჩანს აჩვენებს რომ დაკავშირებულია ინტერნეტს, მაგრამ არ შედის საიტებზე და არც როუტერზე მიშვებს. კომპიუტერის კარტას რომ ვუერთებ 1-2 წამში უკავშიურდება ინტერნეტს და უპრობლემოდ მუშაობს.

დედაპლატზე 2 PCI სლოტია და ამ ქსელის კარტასაც აწერია რომ PCI-თვისაა მაგრამ რომ ჩავაყენე სლოტში ადგილი დარჩა, ვითომ ეს რამე შუაშია?
* * *
უფრო დაწვრილებით გავარკვიე ყველაფერი მაგრამ პრობლემის მიზეზი მაინც ვერ გავარკვიე:
როუტერიდან მომავალი კაბელით პლატაზე ინტეგრირებული ქსელის კარტა მუშაობს უპრობლემოდ და ასევე 2 ნოუთბუქს შევუერთე ეგ კაბელი და მანდაც უპრობლემოდაა ყველაფერი, მაგრამ როცა პლატაზე ჩადგმულ ახალ ქსელის კარტას ვუერთებ კაბელს ძახილის ნიშანს ახატავს და შეიძლება მერე შეცვალოს ისე თითქოს ინტერნეტი არის მაგრამ სინამდვილეში ინტერნეტი არაა, არსად არ შედის და როუტერზეც საერთოდ არ მიშვებს. მაშინ ესე ვცადეთ და კაბელი როუტერს მოვხსენი და პირდაპირ ახალ კარტაში ვგლიჯე და ის დავაფიქსირებინე და ინტერნეტიც ჩეირთოო. მოკლედ გაირკვა ის რომ ეს ახალი ქსელის კარტა როუტერიდან წამოსულს ინტერნეტს ვერ აღიქვავს და არც როუტერზე შედის. ესაა ქსელის კარტის მოდელი: Tenda L8139D. ვითომ ისეთი დებილი კარტაა რომ როუტერი რა არის არ იცის თუ რა უნდა თქვით ვინმემ რამე

ამ ყველაფრამდე ისიც კი ცვადე და BIOS-ში OnBoard Lan Card-ს Disable მივეცი მაგრამ უშედეგოდ.