რომელ ქართველობაზეა საუბარი, ძველად რაც იყო თუ ახლა რაც არის?
იმიტომ რომ ეს რაც ჩამოწერე ძველად თუ იქნებოდა, თორემ ახლა რომ არ არის უდაოა !
რომელ ქალის პატივისცემაზეა საუბარი ან რომელ სუსტის დაცვაზე, სუსტს ისე გადაუვლის დღევანდელი ქართველი რომ არც მოიხედავს უკან !
პატიოსნებაში რას გულისხმობ უნდა განიმარტოს თორემ ქართველებს გადამგდებობაში და მოტყუებაში ბევრი ვერ შეეჯიბრება, ვერც ქუდობაში და ვერც მრუშობაში.

შრომისმოყვარეობა საერთოდ გამოსარიცხია, აი ეს ნამდვილად არაა ჩვენი თვისება !
სამართლიანობის ძალიან გამრუდებული აღქმა გვაქვს, ჩემი აზრია ეს და არავის ვახვევ თავს.
ნიჭი? შესაძლოა, მაგრამ არ ვლინდება სხვებზე გამორჩეულად მაინც.
აი რასაც ქართველობის ახევად გვისახავენ, მოკლედ რომ დავწერო არის შემდეგი : ზოგადად ნეხვში ყოფნის პირობებში გამორჩეულობის პრივილეგიის დაკარგვა!
აი ამის დაკარგვა არ უნდათ, გამორჩეულები ჰგონიათ თავი და ამ გამორჩეულობის დაკარგვა ყველაფრის დაკარგვაა, ქართველობისაც, ღირსებისაც და ა.შ.