ვარ დროებით უმუშევარი, როგორც ამ კატეგორიის ხალხს ახასიათებს ვათვალიერებდი ვაკანსიებს და შესაბამისად ვგზავნიდი რეზიუმეს. ერთ მშვენიერ დღეს კი ამ ვაკანსიას წავაწყდი.
შეიძლება ერთი შეხედვით არაფერი ჩანს გამაღიზიანებელი, მაგრამ აგიხსნით. წარმოიდგინე, რომ სწავლობ ოთხი წელი და ამ დროში იხდი 10 000 ლარს საერთო ჯამში. იღებ დიპლომს და ცდილობ იშოვო სამსახური შესაბამის სფეროში. ათვალიერებ განცხადებებს და აღმოაჩენ რომ მაღაზია "ჭიტა"-ში სჭირდებათ კონსულტანტი ბიჭი, მხოლოდ უმაღლესი განათლებით და სანაცვლოდ სთავაზობენ ანაზღაურებას 250-400 ლარი. უნებლიედ და ბუნებრივად გამიჩნდა კითხვა, თქვენ შ@$ ხომ არა გაქვთ?