dylan
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 21469
წევრი No.: 86401
რეგისტრ.: 11-March 09
|
#35053861 · 5 Feb 2013, 11:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქეთევან იგნატოვა 24 საათი 03.02.13
ზღაპარი ვარდების ქვეყანაზე ან ყირამალა - 2
"ვარდები არ არიან, მაგრამ რა მევარდება!...."
იყო ერთი პატარა, ლამაზი, თბილი ქვეყანა, სადაც მაღალი, დათოვლილი მთაც იყო, ლურჯი ზღვაც, უღრანი ტყეც, კამკამა მდინარეც, მწვანე მდელოც… ქვეყანა, სადაც დიდი ეკლესიები და პატარა, მყუდრო ქალაქები და სოფლები უხვად იყო; სადაც ღმერთი უყვარდათ და სწამდათ მისი; სადაც არავინ არავის კლავდა, არაფერს პარავდა, არავის არავისი შურდა; სადაც კეთილი, ლამაზი, ერთმანეთის მოსიყვარულე, ერთმანეთის გამტანი, ერთგული, გონიერი, ცოტა ხალხი ცხოვრობდა. შრომობდა, ხნავდა, თესავდა, მოსავალს იღებდა, მღეროდა, ლამაზ, მელოდიურ სიმღერებს მღეროდა, ცეცხლოვანად ცეკვავდა… სადაც ხეხილი და ვაზი ათმაგს ისხამდა; სადაც ყველაფერი ყვაოდა, განსაკუთრებით კი წითელი ვარდი… იყო ასეთი პატარა, ლამაზი ვარდების ქვეყანა, რომელიც მთლიანად ვარდებში იყო ჩაფლული და ვარდის სურნელი იმდენად ძლიერი იყო, რომ მეზობელ ქვეყნებსაც კი აღწევდა, თავბრუს ახვევდა. ამ ქვეყანას ერთი მაღალი, ჩქარი, დაუღალავი, ხმაურიანიბიჭი მართავდა. დილა გათენდებოდა, გადაწმენდილ ცისფერ ცაზე კაშკაშა მზე ამოანათებდა, მამალი დაიყივლებდა თუ არა, მაღალი ბიჭი მუშაობას თავადაც იწყებდა და სხვასაც აძალებდა - "ადექით, იმუშავეთ! მოსავალი დაკრიფეთ! ვაზს მიეფერეთ! მიწა დაამუშავეთ! ღვინო დაწურეთ!...ვარდები მორწყეთ! ქვეყანა კიდევ, კიდევ, კიდევ უფრო ააყვავეთ!" დილიდან, მთელ ქვეყანაზე, მთაში თუ ბარში, ქალაქსა თუ სოფელში, მაღალის მჭექარეხმა, შეძახილები ისმოდა. ხალხიც მუშაობდა. მღეროდა და მუშაობდა. მუშაობდა და იღლებოდა. იღლებოდა და საღამოს ჟამს, წითელი ვარდების ჩრდილში დასასვენებლად რომ ჩამოჯდებოდა, ერთ ჭიქა თავის დაწურულ ღვინოს დაისხამდა, თავის გამომცხვარ პურს მოიტეხავდა და თავის დაკრეფილ ხილს მიატანდა, ხვდებოდა, რომ მთელი დღის შრომა, დაღლა ამად ღირდა…ქვეყანა სულ უფრო და უფრო ყვაოდა, ვარდის თავბრუდამხვევი სურნელი კი, სულ უფრო და უფრო შორს აღწევდა…
…და მეზობელ, დიდ, უზარმაზარ, ცივ, თეთრ-ნაცრისფერ ქვეყანასაც მიაღწია. ქვეყანას, სადაც სულ ციოდა, სადაც არაფერი ხარობდა, არაფერი ყვაოდა; სადაც ხილის, ყურძნის გემოც კი არ იცოდნენ; სადაც დაღლილი, მშიერი, მზესა და სილამაზეს მოკლებული, ჯიუტი, ბევრი, ძალიან ბევრი ხალხიცხოვრობდა; არ შრომობდა, საკუთარ ეზოს, ბაღ-ბოსტანსაც არ უვლიდა და სულ სხვისი, განსაკუთრებით კი "ვარდების ქვეყნის" შურდა… ამ ცივ, თეთრ-ნაცრისფერ უზარმაზარ ქვეყანას, ასეთივე ცივი, ნაცრისფერი, ჩუმი, დაუნდობელი, სხვისი მოშურნე პატარა კაცი მართავდა და სულ იმას ლამობდა, იმაზე ოცნებობდა, აყვავებული ვარდების ქვეყანაში ვარდები როგორ დააჭკნოს, გაახმოს, ფესვიანად ამოძირკვოს… ათასგვარად ეცადა… ასეც სცადა, ისეც სცადა… არაფერი გამოსდიოდა… ვარდები, თითქოს და მის ჯინაზე, კიდევ უფრო ყვაოდა, კიდევ უფრო წითლად იფურჩქნებოდა და კიდევ უფრო ძლიერად გამოსცემდამშვენიერ სურნელს …
ბევრი იფიქრა თუ ცოტა და პატარა, ცივმა მოიფიქრა და აყვავებულ ქვეყანაში თავისი მსგავსი პატარა, მაგრამ ძალიან, ძალიან მდიდარი გაუშვა და მკაცრად უბრძანა - წადი და ვარდები დააჭკნეო! პატარა მდიდარიც წავიდა. რა გაეწყობოდა! მთელი ვარდების ქვეყანა კარდაკარ შემოიარა, ყველა ოჯახიმოინახულა და ყველას, დიდსა თუ პატარას, ქალს თუ კაცს პირდებოდა - ნუ მუშაობთ! დაისვენეთ! ფულს მე მოგცემთო. მე ხომ ყველაზე, ყველაზე მდიდარი და კეთილი ვარო! ის ხმაურიანი მაღალი კი გამუშავებთო, გიყვირითო, გღლითო, დღე მაგან არ იცისო და ღამეო, ქვეყანას კი მხოლოდ თავისთვის აყვავებსო… ხალხმაც დაუჯერა… მუშაობა შეწყვიტა. მხართეძოზე წამოწვა… დაუკრეფავი ხეხილი დალპა; მოურწყველ-მოუვლელი ვაზი ტიროდა, მაგრამ მის ცრემლს ყურადღებას აღარავინ აქცევდა; ყანები გადახმა; პური აღარ ცხვებოდა; ღვინო არ იწურებოდა; მაღალი ხმაურიანიბიჭი მთელ ქვეყანაზე დარბოდა, ყვიროდა, ბრაზობდა - ადექით, იმუშავეთ! ვერ ხედავთ, ქვეყანა იღუპებაო, ყველაფერი ჭკნებაო! მაგრამ მას აღარავინ უსმენდა… მშიერი, მწყურვალი ხალხი იჯდა, არ მუშაობდა, აღარ მღეროდა, არ ცეკვავდა, ცაში იყურებოდა და პატარა მდიდრისგან დანაპირებ სასწაულს მოთმინებით და გაგებით ელოდა…
მწვანე მდელო ხრიოკად გადაიქცა. უღრანმა ტყემ ფოთლები დაყარა. კამკამა მდინარე დაბინძურდა. ლურჯი ზღვა გაშავდა… ვარდების ქვეყანა, ნელ-ნელა ჭკნებოდა, ჭკნებოდა, ერთ ადგილზე ბრუნავდა, ბრუნავდა და ბოლოს ყირამალა დადგა…
ახლა ქვეყანაში ცაზე დადიოდნენ, ღრუბლიდან ღრუბელზე ხტუნავდნენ და თავაწეულები, ზემოთ შავ მიწას უცქერდნენ. დღე ღამემ ჩაანაცვლა; მზე მთვარემ; ახლა ქვეყანაში გაზაფხული - შემოდგომაზე იყო, ზაფხული კი -ზამთარში; ახლა ქვეყანაში ცუდი კარგი გახდა და კარგი - ცუდი; დაუნდობელი მტერი - მოყვარე იყო და მოყვარე კი - მტერი; ერთგულება სამარცხვინო, ღალატი კი საამაყო; მოღალატე - სამაგალითო, თავგანწირულობა - დასაცინი; უვიცი - ჭკვიანი, ჭკვიანი კი - დასაძრახი; ტყუილი - მართალი, მართალი კი - სიცრუე; მკვლელი - გმირი, გმირი კი დამნაშავე; ქურდი - პატივსაცემი, პატიოსანი კი - სულელი; დამნაშავე - სამაგალითო, უდანაშაულო კი - დასასჯელი; მეგობარი - მოშურნე, შურიანი, ბოღმა კი - მეგობარი; ნათესავი - არმოსიყვარულე შორეული, უცნობი კი - სანდო ახლობელი; სიყვარული - სიძულვილმა; ერთგულება - ღალატმა; ნდობა - ეჭვმა; ცოდნა - უცოდინრობამ; ზნეობა - უზნეობამ; ნიჭი - უნიჭობამ; პატივისცემა - უპატივცემულობამ; ლამაზი - მახინჯმა; სიკეთე - ბოროტებამ; დიდსულოვნება - დაუნდობლობამ; კეთილშობილება - სიმდაბლემ… ჩაანაცვლა. წარსულია წმყო გახდა, აწმყო კი, წარსულს ჩაბარდა… ვარდების ქვეყანაში დაბნელდა. მზეც სადღაც ფეხქვეშ, ქვესკნელში ჩავარდა და ვეღარ ანათებდა, ვეღარ ათბობდა. არავის აღარავინ უყვარდა. არავის არავისი სჯეროდა.არავინ არავის ეხმარებოდა, გვერდში არ ედგა. არავის არავისი კარგი არ უხაროდა. ერთმანეთს არავინ ესალმებოდა, ეფერებოდა, ესიყვარულებოდა, ემეგობრებოდა, ენათესავებოდა. სიძულვილმა, ბოღმამ, შურმა, ღალატმა, სიყალბემ, სისულელემ, დაუნდობლობამ… თითქოს და დატბორა, დაამახინჯა, ჩააბნელა, ყირამალა დააყენა ერთ დროს ასეთი აყვავებული, ლამაზი, თბილი და კეთილი ქვეყანა… და თეთრ-ნაცრისფერი დიდი ქვეყნის პატარა, ჩუმი, ცივი მმართველი კაცი, ვარდების ქვეყნის ასეთი ჭკნობის, ყირამალა დგომის მიუხედავად, მაინც ვერა და ვერ ისვენებდა, ვერ კმაყოფილდებოდა. რაღაც აწუხებდა, საფრთხეს გრძნობდა, რაღაცა არ მოწონდა… სუნი! ვარდების მშვენიერი, ძლიერი, თავბრუდამხვევი სურნელი მაინც ჰაერში ტრიალებდა! მის ცივ ქვეყანას მაინც აღწევდა და მოსვენებას არ აძლევდა! და უბრძანა თავის ერთგულ, მდიდარ, ყველაზე, ყველაზე მდიდარ პატარას - ახლავე წადი, ნახე, ვარდის სუნი კიდევ რატომ, როგორ, საიდან მცემსო!
რა გაეწყობოდა? წავიდა ყველაზე მდიდარი, მთელი ქვეყანა კარდაკარ დაიარა, ყველა ეზოში, კუთხე-კუნჭულში შეიხედა და რას ხედავს?! ყირამალა დამდგარი ქვეყანა სულ მთლად ვარდებში ჩაფლულა! ხასხასა, წითელ ვარდებში! მოუვლელობისგან ვარდი გაველურებულა, კიდევ უფრო გაწითლებულა და ახლა უკვე არამარტო ბაღებში, ეზოებში, ქოთნებში ყვაოდა, არამედ ყველა დიდ თუ პატარა მთას, ხეს, კლდეს, ქვას, ბუჩქს, ღობეს, სახლს, აივანს, ფანჯარას, ბოძს, ტოტს, ქუჩას, სოფელს, ქალაქს… შემოხვეოდა, დაებურა, დაეჩრდილა… და მთელი ქვეყანა ვარდის სურნელში ჩაძირულა…
მდიდარმა გასცა ბრძანება და ვარდთან დაუნდობელი, სასტიკი ბრძოლა გამოაცხადა. ყირამალა ქვეყანაში ახლა უკვე უნიჭო "ნიჭიერმა", სულელმა "ჭკვიანმა", მკვლელმა "რაინდმა", უზნეო "პატიოსანმა", მოღალატე "გმირმა"… ათასგვარი იარაღი, დანა, ცული… მოიმარჯვა და მდიდარი პატარას ბრძანების შესრულებას შეუდგა. ვარდს ყველა ქვის ქვეშ, კედლის უკან, სარდაფსა და სხვენებში, ეზოებსა და სახურავებზე ეძებდნენ, პოულობდნენ, წვდებოდნენ, ჭრიდნენ, გლეჯდნენ, ფესვიანად ძირკვავდნენ, ჩეხავდნენ, ანადგურებდნენ, როგორც შეეძლოთ, მაგრამ… ვარდი კიდევ უფრო მეტად ხარობდა, იზრდებოდა, იფურჩქნებოდა,
მრავალფეროვანი ხდებოდა, ყველაფერს ასმაგად ეხვეოდა, თითქოს ეხუტებოდა, ეფერებოდა, ბურავდა, ჩრდილავდა, გულში იკრავდა… და ჯერ არგაგონილი სიძლიერისა და მშვენიერების მათრობელ სურნელს გამოსცემდა… ვარდების ამ უზარმაზარ ბუჩქებს კეთილი, თბილი, სილამაზის მოყვარული ხალხის დიდი ნაწილი, მაინც ვერ იმეტებდა, ვერ ელეოდა, ყირამალა ყოფნის მიუხედავად, მაინც ჩუმჩუმად უვლიდა, სარეველას აცლიდა, წყალს ასხამდა, ეფერებოდა და თითოეული ულამაზესი, სურნელოვანი, წითელი ყვავილის გადარჩენას ცდილობდა…
ამ ზღაპარს, ყველა სხვა ზღაპრისთვის ჩვეული, კეთილი დასასრული არ აქვს… ამ ზღაპარს დასასრული ჯერ საერთოდ არ აქვს… დასასრული მომავალი დროისთვის და თქვენთვის მიმინდია…
"რად მოდიოდი პატარავ, ჩემთან (ჩვენთან), თუ თან მოგქონდა დიდი ნაღველი?"
Shalva Ramishvili ДУРА!
მოდერ, ჩაასწორე რა სათაური = შედევრი და არა შრედევრი. მადლობა.
This post has been edited by dylan on 5 Feb 2013, 11:06
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|