"დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე ყოფილი ხელისუფლების წევრების მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტას "ქართული ოცნების" " კრახად" მიიჩნევს.
როგორც ბურჯანაძემ დღეს განაცხადა, აღნიშნული ფაქტები ადასტურებს, რომ ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის მიზანი არა სამართლიანობის აღდგენა, არამედ მიხეილ სააკაშვილის და მისი თანაგუნდელების პოლიტიკური რეაბილიტაციაა.
"ეს არის საქართველოს ხელისუფლების კრახი, რომლითაც პრაქტიკულად ოფიციალურ დონეზე გათეთრდა და გაცოცხლდა დამნაშავე "ნაციონალური მოძრაობა". ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ადამიანები, რომლებიც ქართველი ხალხის მიერ იყვნენ ეჭვმიტანილი უმძიმეს დანაშაულებებში, თავისუფლად ტოვებენ ქვეყანას, იხსნებიან ინტერპოლის ძებნილთა სიიდან, იგებენ ევროპულ სასამართლოებს, ინიშნებიან მეგობარ სახელმწიფოებში წამყვან პოლიტიკურ თანამდებობებზე, ხოლო მათ მიერ, წლების მანძილზე გამწარებული საქართველოს მოსახლეობა მესამე წელია ელოდება ქვეყანაში სამართლიაობის პროცესის დაწყებას. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტს დღეს მხოლოდ ერთი ახსნა შეიძლება მოეძებნოს: ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის მიზანი არა მოძალადე რეჟიმის დასჯა, ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება და დატერორებული ხალხისათვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება, არამედ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკური რეაბილიტაციაა", – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ნინნო ბურჯანაძის განცხადებები პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ღალატია ღალატიო
ანუ ფქვილოვნა ურდოში დიდ ყეენს ალტერნატივად თავის თავს სთავაზობს....დროა ჩამანაცვლოთო.
This post has been edited by kardinali100 on 3 Aug 2015, 19:27