#16562806 · 21 Nov 2009, 01:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სამწუხაროა, მაგრამ ქველმოქმედება ერთერთ ბოლო ადგილზეა ჩვენ ინტერესთა სიაში. ვსაუბრობთ ყველაფერზე, ჭამა-სმაზე, სახლებზე, მანქანებზე, ქონებაზე, პოლიტიკაზე და ათას სხვა რამეზე.. ის კი გვავიწყდება, რომ ჩვენ შორის არსებობენ ადამიანები, ჩვენნაირი უბრალო ხალხი, რომელთაც "ჩვენ" ვჭირდებით!! "ჩვენ" კი მათ ვერ ვამჩნევთ და უკეთეს შემთხვევაში ქველმოქმედების "ჟინს" შუქნიშანზე მანქანიდან გადაგდებული 20 თეთრიანით თუ ვიკმაყოფილებთ.. მე მრცხვენია!!
|