mvsl
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 155
წევრი No.: 87866
რეგისტრ.: 31-March 09
|
#45301669 · 30 Jul 2015, 22:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხელფასი 100 ლარი თვეში. გაფორმებული არ იქნებით. ანგარიშსწორების ფორმა ნებისმიერი. გადახდის ჯერადობა - თვეში ერთხელ (არავითარი დაგვიანება ჩემი მხრიდან, არავითარი, "აუ მიჭირს და წინასწარ გადამიხადეთ" - თქვენი მხრიდან). მხოლოდ პირველი ორი თვის განმავლობაში, თუ მოითხოვთ თანხას მოგაწვდით ნახევარს თვის შუაში, და მეორე ნახევარს თვის ბოლოს (ოღონდ მხოლოდ პირველი ორი თვე. მერე თვეში ერთხელ).
მოკლე ისტორია : ვმუშაობთ 2004 წლიდან. საძიებო სისტემაში ვიყავით ყოველთვის პირველ პოზიციებზე თითქმის ყველა საძიებო სიტყვებზე, რომელიც მაინტერესებდა (ინტერესი - მხოლოდ ქართული ვებ სივრცე) ასეთი სიტყვები და ფრაზები არის სხვადასხვა, სულ 12 -15. მერე გარკვეული გარე პრობლემის შემდეგ, საიტის მიუხედაობის გამო დავიწყეთ პოზიციების დათმობა. ახლა მთლად კატასტროფა არ არის, მაგრამ არც სახარბიელოდ არის საქმე.
რა მჭირდება : რეკლამის ფინანსირება ვერ მოხდება. ამიტომ თავისუფალი ბექლინქები, ინტერნეტში ფორუმების და საიტების ძებნა სადაც პერიოდულად შეიძლება რაღაც ტექსტების ჩაკვეხება ლინქებით, სოციალური ქსელები, ამ ფორუმზე ერთი თემის გახსნა და ადმინისტირება (ჩემგან სფეროსთან დაკავშირებულ კონსულტაციებს და ინფორმაციას არ დაგზარდებით); იდეები, წინადადებები, რჩევები, შეხედულებები, კრიტიკა, მიზნობრივი აუდიტორიის ტრაფიკის გაზრდაზე მუშაობა და ა.შ. აქედან ჩანს, რომ სეოსთან სადღაც ახლომახლო მაინც უნდა იყოთ. თუ რამე შესაცვლელია საიტზე თქვენი შეხედულების გათვალისწინებით, პროგრამისტი აკეთებს (ანუ მე);
ეს ყველაფერი, რათქმაუნდა, თვეში გაცილებით მეტი ღირს ვიდრე შემოთავაზებული თანხა. ნეტა იმდენი მომცა რომ ირგვლივ არავინ გაჭირვებული არ მყავდეს, მაგრამ რეალობა ასეთი მაქვს. ამიტომ მოვიფიქრე ასეთი გამოსავალი, საიტის საქმესთან დაკავშირებით დროში არსად არ მეჩქარება, აქედან გამომდინარე:
მოდი გავამარტივოთ : საკითხს ვაყენებ ასე, რა უნდა გააკეთოთ თქვენ ამ თანხაში? პასუხი - არაფერი. ან ცოტა. ან ნელა... უნდა გააკეთოთ იმდენი და იმდენჯერ დღეში, ან ორ დღეში ერთხელ, ან ხუთ დღეში ერთხელ, რამდენსაც ჩათვლით საჭიროდ და ჩათვლით რომ შეეფერება თქვენს ე.წ. ხელფასს. ანუ სამუშაოს მოცულობას, სტილს და ფორმას, მეთოდს და ჯერადობას ირჩევთ თქვენ. ცოტაა ხელფასი ? - უკლებთ სამუშაოს, საკმარისია და შესაბამისა თქვენი დროის და ნამუშევარის ? - ცდილობთ რომ შინარჩუნოთ თანამშრომლობა. მუშაობთ საიდანაც გინდათ (არა ჩემთან ფირმაში), თქვენი საქმის პარალელურად, ან მის გარეთ.
ცოტა ისევ დავამძიმოთ : იმისთვის რომ მეც დაცული ვიყო, ამიტომ ვაყენებ ასეთ პირობას: ათ დღეში ერთხელ (პირველად, პირველი კვირის ბოლოს) მაწვდით ვორდის (ექსელის) ფაილს ლინქების უბრალო ჩამონათვალით (ან თქვენი სურვილით, კომენტარებით) თუ სად რა გააკეთეთ საიტთან დაკავშირებული ამ 10 დღეში. თანამშრომლობას შევწყვეტ ჩემი შეხედულებით, თუ დავინახე რომ ვიღაცას სულელი ვგონივარ და არ აკეთებს არაფერს, ან ძაან ცოტას (რამდენია ცოტა, ვაფასებ მე). თანამშრომლობას გაწყვეტისას გინაზღაურებთ კაპიკ-კაპიკ თანხას რაც გაქვთ ასაღები ბოლო ხელფასიდან იმ დღემდე, და ვემშვიდობებით ერთმანეთს ტკბილად. მე ვეძებ სხვას.
ერთი ნიუანსი : იმისთვის რომ თავიდან ავიცილო ამ საქმისთვის აბსოლუტურად შეუფერებელი ადამიანი, (ან უხეშად რომ ვთქვათ აფერისტი): თანამშრომლობას ვიწყებთ ერთი კვირის თავზე, ანუ თუ ერთი კვირა დავინახე რომ ადამიანი რაღაცას აკეთებს და სტარტს იღებს, როგორც კი გადაცილდება პირველ ერთ კვირას, შედის ძალაში ყველაფერი რაც აქამდე დავწერე და ამის შემდეგ ნებისმიერი შეთანხმების გაწყვეტის შემთხვევას ვიხდი ჩვეულებრივად ნამუშევარი დრეებისას, თანამშრომობის გარძელების შემთხვევაში თანხას ვიხდი ჩვეულებრივად თვისას. თუ ერთი კვირის გასვლამდე გწერთ ვრომ შეთანხმებას ვწყვეტ, მაშინ არაფერს არ ვიხდი, რომ არ მოხდეს ისე, რომ ნებისმიერი შესაძლებლობის ადამიანს არ გაუჩნდეს სურვილი, აქაოდა არაფერი რომ არ გავაკეთო მაინც ავიღებ მცირე თანხასო.
თანამშრომლობის ხანგრძლივობა: უწყვეტი, მრავალწლიანი, რომელიმე მხარის პირველივე შეწყვეტის მოთხოვნამდე. ჩემი მხრიდან რა შემთხვევაში შევწყვეტ, ზოგადად ზემოთ დავწერე. დავამატებ მხოლოდ ერთს - კარგ ადამიანთან თანამშრომლობა შეიძლება მომავალში სხვა ფორმებითაც გაღრმავდეს. ასევე თუ დავინახე რომ წყლის ნაყვაა ყველაფერი და ჩვენს თანამშრომლობას საიტისთვის არაფერი შესამჩნევი დადებითი არ მოაქვს, მაშინ თავს დავანებებ. ანუ საიტის წინსვლით საძიებო სისტემაში წესით თქვეც უნდა იყოთ დაინტერესებული. ანუ, "მამალმა თქვა ვიყივლებ და თუ არ გათენდება ამ ჩემს ფეხებსო", ეგრე არ გამოვა, ეგრე მიუღებელია და ერთერთი მიზეზი შეიძლება გახდეს თანამშრომლობის შეწყვეტისა.
მემგონი გამიგეთ, რადგან დაწვრილებით დავწერე ყველაფერი. თუ ვერ გამიგეთ შემეკითხეთ.
მომწერეთ პმ-ში რაღაც ინფორმაცია მაინც მჭირდება თქვენზე, რას აკეთებთ, ზოგადად როგორ წარმოგიდგენიათ ეს საქმე, რამე გამოცდილება თუ გაქვთ და ა.შ., რომ ვიცოდე - ახლოს მაინც თუ ხართ ამ საქმესთან. შეგეხმიანებით ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ.
ძმურად, ვაჟკაცურად, ბოდიშის მოხდით, რავი... როგორ დავწერო, საწყენად არ მიიღოთ თუ პმ-ზე არ გიპასუხეთ. და არ არის საჭირო აქ დაწერა "პმ ნახე" და მსგავსი რამ. გამორიცხილია რომ პარალელურად ორ ან რამოდენიმე ადამიანთან ვარკვიო შედგება თუ არა ჩვენი თანამშრომლობა და ვფიქრობ არც ვინმეს ესიამოვნება. თუ მიმდინარე ადამიანთან არ შედგა, მივწერ პმ-ში მომდევნო შემოსულ წერილს. თუ პმ-ს არ ვპასუხობ ე.ი ვარკვევ ადამიანთან თანამშრომლობის საკითხს (გთხოვთ უზრდელობად ნუ ჩამითვლით თუ არ გპასუხობთ). თანამშრომლობის დაწყების შემთხვევაში, აუცილებლად ვწერ აქ, რომ ვიპოვე ასეთი თანამშრომელი.
|