#45331196 · 3 Aug 2015, 23:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
public_enemy
სატრანსპორტო შემთხვევებიდან გამომდინარე დავები არის ძალიან სპეციფიკური თემა, თითზე ჩამოსათვლელია იმ იურისტთა რიცხვი, რომლებსაც მინიმალურ დონეზე მაინც ესმით ეს საკითხი... თვითონ მოსამართლეებსაც ეშლებათ ბევრი რამე, მაგალითად ბოლომდე ვერ არჩევენ ავტომობილის "მფლობელისა" და "მოსარგებლის" ცნებებს.
ახლა გეტყვი მანდ რა ხდება, თუ ავარია ვინმეს ბრალით მოხდა, მაგ: მძღოლის მიერ არაჯეროვანი მართვა, მანქანის გაუმართაობა და ა.შ., ასეთ სიტუაციაში გამოიყენება 992-ე მუხლი, ხოლო თუ ბრალი არც დაზარალებულს და საერთოდ არავის მხრიდან არ არის და ზიანი გამოწვეულია მანქანის თავისბურებიდან გამომდინარე, მაშინ 999-ე მუხლის საფუძველზე პასუხისმგებელი იქნება მანქანის მფლობელი (ეს შეიძლება იყოს, როგორც მესაკუთრე, ისე დამიქრავებელი, მოიჯარე, ანუ ვინც ფაქტობრივად "ბატონობს" ასე ვთქვათ მანქანაზე).
ამ შემთხვევაში შეიძლება შენც დაგეკისროს პასუხისმგებლობა, თუ მანქანის მართვის წესები დაარღვიე, ან იცოდი, მანქანის მდგომარეობის შესახებ და მაინც დაჯექი მანქანაზე.
|