#45412326 · 14 Aug 2015, 11:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ. სარჩევში მსგავსი თემა ვერ ვიპოვე და თუ უკვე არსებობს ბოდიშს ვიხდი.გადავწყვიტე შემექმნა თემა, სადაც გაერთიანდებოდნენ უცხოეთიდან სხვა და სხვა პროდუქციის, მათ შორის ლითონის ნაწარმის, შემომტანი ფირმები. ეს ძალზედ სასარგელო ინფორმაცია იქნებოდა ამ პროდუქციის უშუალო და საბოლოო მომხმარებლებისთვის, რადგანაც ისინი დაუკავშირდებოდნენ უშუალოდ პირველ ხელს, ანუ შემომტანს და დაზოგავდნენ საკმაოდ სოლიდურ თანხებს თავიანთი ბიზნესისათვის. ჩვენ კი, კეთილსინდისიერი შემომტანი ფირმები, რომლებიც ვმუშაობთ კაპიკებზე და ლარის კურსის გათვალისწინებით ძალიან ხშირად ზარალზეც კი, დავზოგავდით დროს და სახსრებს, რომ ეს საქონელი რაც შეიძლება მოკლე გზით მოხვედრილიყო კლიენტთან. თანაც გავუზიარებდით ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას ამა თუ იმ საკითხში, თუკი ეს, რა თქმა უნდა, ფირმის ინტერესებს არ დააზარალებს. მაშ დავიწყებ! ჩვენ ვართ გარკვეული გამოცდილების მქონე, თუმცა ახალგაზრდა ფირმა, რომელსაც უშუალოდ რუსეთის ერთ-ერთი მეტალურგიიდან შემოგვაქ ლითონის ნაწარმი. ჯერ ჯერობით გვაქ გამოცდილება ე.წ. მეტიზური პროდუქციის შემოტანის, რადგანაც მხოლოდ მისი რეალიზაციით ვიყავით დაკავებულები. რუსული რუბლის კურსის მკვეთრმა დაცემამ, ჩვენი ფირმის ხელშეკრულების ფარგლებში არსებულ ფასების შენარჩუნებამ, ასევე ჩვენთვის ექსკლუზიურად არსებულმა ფასდაკლებამ (დროთა განმავლობაში ამას მივაღწიეთ, თუმცა დილერობა ჯერ კიდევ ოცნებაა ჩვენთვის, რადგანაც ძალიან დიდი თანხებთანაა დაკავშირებული) მოგვცა საშუალება გავიდეთ ქართულ ბაზარზე სერიოზული კონკურენტუნარიანი ფასებით. ხარისხზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. არც გიპასუხებთ თუ მომწერთ რომ რითი ჯობია თქვენი რუსული მოთუთოებული მავთული თურქულს, ჩინურს ან უკრაინულსო. თქვენ თვითონ შეხედეთ პროდუქციას ბატონებო, აიღეთ ხელში და გამოსცადეთ იმ საქმეში რაშიც გჭირდებათ. წინასწარ არავინ არ გთხოვთ ფულს, შეიძინეთ რამდენიმე მეტრი ან კილო ან მთლად გაჩუქებთ საცდელად თქვენ თუ სერიოზული, საქმოსანი ადამიანი ბრძანდებით. თუ რატომაც უნდა მოგვმართოთ ჩვენ და რა უპირატესობით ისარგებლებთ მე მგონი გასაგებად ავხსენი. ეხლა კი დავწერ იმ მცირე ჩამონათვალს რაც შეგვიძლია შემოგთავაზოთ: გოსტებს, სტანდარტებს და ასე შემდეგ მივუთითებ მხოლოდ რეალურად დაინტერეებულ პირებს, სერთიფიკატის, შემადგენლობისა და .შ. წარდგენით. ძირითადად ეს არის მავთულები, როგორც მოთუთოებული, ისე საფარის გარეშე. გამოიყენება ბადეების საქსოვად, ვენახებში და ა.შ. არის რბილი მავთულები სამშენებლო საქმეში რომ გამოიყენება, არმატურუს შეკვრა და ა.შ. ე.წ. კალუჩი პროვოლოკა, როგორც ორმაგი ისე ერთი მავთულის, საუცხოო ხარისხის. რუსეთის მეტალურგიის წარმომადგენელმა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ბაზარზე გვყავდა, ხელში აიღო ერთ ერთი იმპორტული წარმოების კოლუჩკა და 2 თითით ბოლომდე გადაკეცა. ეს იყო მისთვის ნამდვილი შოკი. უბრალოდ ადამიანმა ვერ გაიგო რატომ უნდა ეყიდა ეს კლიენტს, თუ კი მჩხლეტავი ნემსები ასე ადვილად იჭყლიტებოდა და ვერაფრით ვერ შეასრულებდა მასზე დაკისრებულ ფუნქციას. ამიტომ გადავწყვიტეთ მათი პროდუქცია შეგვემოწმებინა და რეზულტატმა მოლოდინს გადააჭარბა, ეს უკვე ჩვენთვის იყო შოკი. მოკლედ გამგები გაიგებს და თუ რამემ დაგაინტერესათ მომწერეთ. შეძლებისდაგვარად გიპასუხებთ. გარკვეული სახეობის პროდუქცია დიდი ოდენობითაც უკვე გვილაგია საქართველოში, საწყობში, რაღაცეები შეკვეთილი გვაქ და გზაშია, რაღაცის შეკვეთასაც ეხლა ვაპირებთ და თქვენმა დაინტერესებამ, გამოხმაურებამ და სურვილმა შეიძლება გარკვეული კორექტივა შეიტანოს ამ შეკვეთებში. ნებისმიერ შენიშვნას, განსაკუთრებით ქართული ტერმინოლოგიის ხმარებისა და დანერგვის თაობაზე მივიღებ დიდი ყურადღებითა და პატივისცემით. წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო თქვენს ბიზნესში.
|