#45344909 · 5 Aug 2015, 18:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა,
მოგიყვებით რისთვისაც გავხსენი ეს თემა:
ვარ ემიგრანტი, ვცხოვრობ ევროპაში რამოდენიმე წელია, მაგრამ მომავალ წელს გადავწყვიტე საქართველოში დავბრუნდე.
ვინაიდან და რადგანაც, ჩემდა სამარცხვინოდ, ჩვენი ულამაზესი კუთხეები არ მაქვს ნანახი, გადავწყვიტე ჩამოსვლის შემდეგ ეს დანაკლისი ავინაზღაურო.
მინდა ყოველ წელს შეძლებისდაგვარად სხვადასხვა რეგიონები მოვინახულო.
სამწუხაროდ ბევრი მეგობარი არ მყავს საქართველოში, ვინც მყავს , ისინიც დაოჯახებულია და არამგონია ამიბან მხარი დიდ მოგზაურობაში.
მოკლედ ვეძებ ადამიანებს ვინც ჩემს ინტერესს გაიზიარებს და ერთად მოვაწყობთ სხვადასხვა მოკლე თუ გრძელხნიან მოგზაურობებს საქართველოს ფარგლებში, პლიუს ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზეც.
მომავალი წლის ზაფხულში საბოლოოდ გადმოვბარგდები საქართველოში, მაგრამ მინდა წინასწარ მოვაგვარო საორგანიზაციო საკითხები და ჯგუფი შევკრიბო.
თუ უკვე არსებობს ასეთი ჯგუფი ან თემა და მიმითითებთ საკონტაქტო ინფორმაციას მადლობელი ვიქნები.
პატივისცემით
ცხრა მთას იქით გადაკარგული ბედკრული ქვეყნის ბედკრული შვილი
|