ერთი საინტერესო რამ მინდა გითხრათ:
არის ასეთი წიგნი, ილუმინატური საგვარეულოები (Bloodlines of the Illuminati).
ავტორი: ფრიც ა. სპრინგმაიერი (Fritz A. Springmeier).
ჟანრი: 1. პოლიტოლოგიური & სამთავრობო 2. ისტორიული 3. საზოგადოებრივი 4. ბიოგრაფიული.
წიგნში ყოფილი ზემდგომი ილუმინატების, სატანისტების, მაღალ გრადუსში ხელდასხმული მასონების, ცნობილი მწერლების, მკვლევარების, ისტორიკოსების, თვითმხილველების, დამოუკიდებელი წყაროების მოწოდებული ინსაიდერული ინფორმაცია და ავტორის მიერ სამი ათეული წლის მანძილზე წარმოებული კვლევა-ძიების შედეგად მოპოვებული უზარმაზარი დოკუმენტური მასალაა თავმოყრილი. ფრიც სპრინგამიერი ზემდგომ ილუმინატურ საგვარეულოებს მკითხველს აქამდე უცნობი ისტორიული ფაქტებით აცნობს, რომლებიც ფართო მსჯელობისა და განხილვის საგნად არასოდეს ქცეულა.
623 გვერდიანი წიგნი (ორიგინალი) ოთხ ნაწილად იყოფა:
1. პროლოგი. საიდუმლო საზოგადოებების წარმოშობის ისტორია, მათი როლი კაცობრიობის განვითარების ისტორიაში, ილუმინატის ბავარიული განშტოების დაარსება და მისი გავლენა შეერთებულ შტატებზე.
2. მსოფლიოს მმართველი ცამეტი ზემდგომი ძლევამოსილი ილუმინატური საგვარეულოს - ასტორის, ბანდის, კოლინზის, დიუპონის, ფრიმენის, კენედის, ლის, ონასისის, როკფელერის, როტშილდის, რასელის, მეროვინგებისა და ვან დეინის -რეალური ისტორია (მათ შორის კრუპისა და რეინოლდსის, ასევე სპეციალური ჩანართი „რუსული კავშირის“ შესახებ).
3. რვა საიდუმლო საზოგადოების წევრთა ჩამონათვალი, მათი თანამდებობრივი რანგირება. ამ საზოგადოებათაგან ოთხის - „პილიგრიმთა საზოგადოების“, „ქალა და ძვლების“, ბოჰემური ჭალის“ და „მგლის თავის“ – წარმოშობის ისტორია, წევრების ვინაობა და მათი თანამდებობრივი რანგირება.
4. ეპილოგი.
წიგნში ასევე საუბარია სხვადასხვა ეპოქაში მოქმედ საიდუმლო საძმოებზე (სიონის პრიორატი, ოპუს დეი, როზენკრეიცერული საზოგადოება და სხვ.), ბრუდერ (ინკუბატორი) ოჯახებზე, ტრავმაზე დაფუძნებული გონების ტოტალური კონტროლის ფორმებსა და მეთოდებზე, საუკუნეთა მანძილზე საიდუმლოდ მოქმედ გაშვილების სატანურ პროგრამაზე, საერთაშორისო ფონდებზე, გავლენიან კორპორაციებზე, კომპანიებზე, მსოფლიოს მართვის სადავეებთან მდგომ სხვა ძლევამოსილ დინასტიებზე, უნივერსიტეტებზე, ინსტიტუტებზე, კოლეჯებზე, ანალიტიკურ ცენტრებზე, აქტორებზე და ა.შ. ასევე იხილავთ ზემოხსენებული ოჯახების (ასტორი, ბანდი, კოლინზი, დიუპონი, როკფელერი, როტშილდი), ევროპული სამეფო ოჯახების (ორანელები, სტიუარტები, გრაფი დრაკულა და მისი ნათესაური კავშირები პრინც ჩარლზთან), მორმონთა ეკლესიის მეორე პრეზიდენტის ბრიგამ იანგის, აშშ-ის 25 პრეზიდენტის, ასევე მეროვინგების ილუმინატური საგვარეულოსა და აშშ-ის 11 პრეზიდენტის ერთმანეთთან სისხლისმიერი ნათესაური კავშირების დამადასტურებელ გენეალოგიურ ცხრილებს, დიდი ბრიტანეთის მეფეებისა და სამეფო ოჯახის სხვა წევრების მასონურ ლოჟებში გაწევრიანების თარიღებს, მათ თანამდებობრივ რანგირებას, ილუსტრაციებს, წაიკითხავთ მაღალი დონის სატანისტური რიტუალებისა თუ საიდუმლო ბიზნესგარიგებების შესახებ, რომლებმაც ჩვენი ცხოვრება ილუმინატებისათვის სასურველი კალაპოტით წარმართეს.
მეტისთვის:
https://www.facebook.com/DavidPaposhvili.Pa...=message_bubbleჰოდა, საინტერესოა, თავისთავად, ბესტსელერი ინგლისურ და იაპონურ ენებზე, ქართულადაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო, კარგი იქნებოდა.
მაგრამა, ერთი ვერ გავიგე.
რა არის ამაში ასეთი, ქართველი გამომცემლები უარს რომ არიან?
რამე საშიშია და ეშინიათ?
რუსეთუმეობას დასწამებენ?
თუ ინგლისში და იაპონიაში გამოვიდა წიგნად, ჩვენთან რატომ არ შეიძლება?
თუ ჩვენ რომის პაპზე უფრო დიდები ვართ?
რა არის ეს, თვითცენზურა თუ ცენზურა?
სიმართლე გითხრათ, მე სხვა მსგავსაც გადავყრილვარ: რამდენიმე გაზეთმა უფლებადამცველების ინტერვიუები აკრძალა. არა, ზემოდან არა, რედაქტორის სურვილია ასეთიო.
ეტყობა, რედაქტორებს ეგეთი სიზმრები ესიზმრებათ ხოლმე.
როდემდე უნდა გვედოს ეგეთი ცენზურები და თვითცენზურები?