მერიის ცნობით, მარშალ გელოვანის გამზირი 7 აგვისტოდან 120 დღით გადაიკეტება
თბილისი,
მიშა მეფარიშვილი
თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს, 7 აგვისტოდან მარშალ გელოვანის გამზირზე, მდინარე დიღმულაზე მდებარე ხიდი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო 120 დღით დაიკეტება.
მერიის ცნობით, ხიდის გადაკეტვა მისი ავარიულობიდან გამომდინარე არის აუცილებელი. მერია გეგმავს, რომ ხიდის სრული დემონტაჟის შემდეგ მის ნაცვლად ახალი ააშენოს.
დედაქალაქის მთავრობა აცხადებს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ორი ალტერნატიული მარშრუტით: დ. აღმაშენებლის ხეივნიდან დიდუბის მიმართულებით რობაქიძის გამზირის გავლით და დ. აღმაშენებლის ხეივნიდან მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე რობაქიძის გამზირის გავლით.
ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შ.პ.ს „მამისონი“ აწარმოებს, დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 1 მლნ ლარი დაიხარჯება
მდინარე დიღმულაზე გადასასვლელი ხიდი 1958 წელს დაპროექტდა და აშენდა. ბოლო რეკონსტრუქცია 1970-ან წლებში ჩაუტარდა, ხოლო ბოლო გამოკვლევა 2000 წელს.
http://www.netgazeti.ge/GE/105/News/48647/ვერ გავიგე რომელ ხიდზეა ბაზარი
sony2005დათო აქ არ არის სამწუხაროდ
შვებულება აიღო
ამ ამბებს სხვა განყოფილება აგვარებს
ბიჯო
გცოდნია სად არის და ამიხსენი მომაკვტავ ხიხოს
Wengerვისოლიდან რომ ვაშლის ჯვარში ადიხარ ხო?
სულ ვამბობდი რატომ არ აკეთებენ ამდენ ხანს
This post has been edited by SPLIYVI on 7 Aug 2015, 22:52