#45379452 · 10 Aug 2015, 13:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბოლო პერიოდში ნასვამი მძღოლების მიზეზით რამდენიმე ავტოშემთხვევა მოხდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა
საქართველოს ხელისუფლებამ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანის მართვის გამო დაწესებული სანქციები 2013 წელს გაამკაცრა. ადმინისტრაციულ კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მძღოლს ჯარიმის ნაცვლად, მართვის მოწმობის უფლება ექვსი თვით შეუჩერდება. რაც შეეხება განმეორებით შემთხვევებს, სანქციები ამ შემთხვევებშიც გამკაცრდა: ნასვამი მძღოლი 700 ლარით ჯარიმდება და მართვის უფლების ჩამორთმევის ვადა ერთი წლით უგრძელდება. მესამე შემთხვევისას კი ჯარიმა 1000 ლარი, მართვის უფლების შეჩერების ვადა კი 2 წელია. თუმცა დაწესებულმა სანქციებმა შედეგი არ გამოიღო.
საკითხის მიმართ კომპლექსური მიდგომაა აუცილებელია იმისათვის, რომ მძღოლებმა კანონი გააზრებულად დაიცვან და არა ჯარიმის შიშით. ბოლო დროს მომხდარი ავიერები ცხდჰყოფს რომ სანქციების გამკაცრება არ მოქმედებს საქართველოს მოქალაქეებზე.
ვფიქრობ, რომ მძღოლების ცნობიერების ასამაღლებლად ვიდეორგოლები, რადიო გზავნილები და საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელებაა აუცილებელი.
სოციალურ ქსელებში , ონლაინ მედიაში , საერთოდ მასმედიაში...
გთხოვთ ნაცები ქოცები და პოლიტიკური ელფერი არ მივცეთ ამ თემას, რადგანაც ეს საყოველთაო პრობელმაა და ფართო დისკუსიები გავმართოთ და იქნებ რამე დასკვნამდე მივიდეთ .
საგანმანათლებლო კამპანიის ჩატარება - აუცილებელია, რომ პრობლემა საზოგადოების შეგნებამდე დავიდეს. ჯარიმები ეფექტური მხოლოდ კამპანიასთან ერთად იქნება
რათქმაუნდა , ამ ყველაფერს პერმანენტული ხასიათი უნდა ჰქონდეს.
|