#45382382 · 10 Aug 2015, 18:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორც მოგეხსენებათ საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კარბელაშვილი სკანდალში გახვია და რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავებული იყო. გიორგი კარბელაშვილი აცხადებდა რომ გაიტაცეს და მისი ლიკვიდაციაც კი იგეგმებოდა, თავის მხრივ კი დღეს შსს-მ მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა.
ჩვენს სააგენტოს ანონიმურმა წყარომ აცნობა, რომ ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" უკვე მიაწოდეს ის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გიორგი კარბელაშვილის გატაცებისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტს. ჩვენთვის ისიც გახდა ცნობილი რომ გატაცებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ახლანდელი ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები. წყაროს ცნობით კარბელაშვილის გატაცება სურდა ოლიგარქს, თუმცა მისი სახელი და გვარი არ დააკონკრეტა.
ყველაფერი კი 2011 წელს დაიწყო, როდესაც სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან გიორგი კარბელაშვილმა პირადად დაიხსნა ქართველი მეზღვაურები. წყაროს ცნობით გათავისუფლების ოპერაციას ოლიგარქი უნდა ჩადგომოდა სათავეში, მაგრამ მაშინ მისი კანდიდატურა დაიბლოკა და მანაც წყენა ჩაიდო გულში. კარბელაშვილს პარლამენტარის იმუნიტეტი იცავდა და ამიტომ საჭირო იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია.
ნაციონალურ მოძრაობას ხელთ აქვს ვიდეო, სადაც 2015 წლის მარტის თვეში ოლიგარქი საკუთარ იახტაზე საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავს სომალელი მეკობრეების ლიდერთან და კარბელაშვილის გატაცების სანაცვლოდ 2 მილიონ დოლარს, 1 ტონა მჭადის ფქვილს, ბარსელონა-სევილიას მატჩზე დასასწრებ 100 ბილეთს და ღუზას ჰპირდება. თანხის გადარიცხვის, ბილეთებისა და მჭადის ფქვილის გადაცემის შემდგომ მეკობრეებს კარბელაშვილი უნდა გაეტაცებინათ და მისი ლიკვიდაცია მოეხდინათ. დავალების შესრულებისთანავე მეკობრეებს ღუზაც უნდა მიეღოთ.
2015 წლის 8 აგვისტოს 100 შეიარაღებული სომალელი მეკობრე ესპანეთში გადავიდა, ხოლო იქედან 9 აგვისტოს საქართველოში ჩამოვიდა სევილიას გულშემატკივრებთან ერთად.
წყაროს ცნობით გიორგი კარბელაშვილი გაფრთხილებული იყო რა პროვოკაციის შესახებ, წვეთის დალევასაც კი არ აპირებდა, მაგრამ მოქმედი ხელისუფლების გადაცმულმა პროვოკატორმა, 4 ლიტრიანი ყანწი მიაწოდა, დაღუპული ბიჭების შესანდობარის დასალევად და როგორც ყველა პატრიოტი მოიქცეოდა, კარბელაშვილმაც იფიქრა მაინც პარლამენტის წევრი ვარ არ შემეწერებაო და 4 ლიტრიანი ყანწი ერთი ყლუპით ჩაცალა.
ამის შემდეგ მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა. თბილისისკენ მომავალ პარლამენტის წევრს, ქართული პოლიციელების ფორმაში გადაცმული სომალელი მეკობრეები დახვდნენ და პროვოკაციის მოწყობის მიზნით ალკო-ტესტის გავლა მოსთხოვეს. პარლამენტარი არ დაიბნა, მაშინვე გაერკვა საქმის ვითარებაში და გიორგი ბარამიძეს დაურეკა. პატრულის ფორმაში გადაცმულმა პოლიციელებმა პარლამენტარისთვის ყანწის ჩადება დააპირეს, მაგრამ კარბელაშვილმა აქაც სწრაფად აუღო ალღო სიტუაციას და მაისური გაიხადა, რომ ყანწი არ ჩაედოთ. როგორც თვითმხილველები აცხადებენ წელს ქვემოთ გახდაც უნდოდა, მაგრამ პროვოკატორებმა მოახერხეს და ქამარი ,,დაუსვარკეს". ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს სადაც მას სხვა გადაცმული მეკობრეები ელოდნენ.
თუ კარგად დააკვირდებით, დღეს შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ხმა წყდება, რაც სპეციალურად არის გაკეთებული რომ მაყურებელმა მშობლიურ ენაზე მოლაპარაკე სომალელების ხმა არ გაიგოს.
ამასობაში პოლიციის განყოფილებასთან გიორგი ბარამიძეც გამოჩნდა. ბარამიძე, მას შემდეგ რაც ბუსა ჯვანიამ სცემა აქტიურად ეუფლებოდა აღმოსავლურ ორთაბრძოლებს. თავდაპირველად იგი მდუმარედ აკვირდებოდა განვითარებულ მოვლენებს და არ უნდოდა პოლიციისთვის აქმიანობასი ხელი შეეშალა, მაგრამ როდესაც ერთ-ერთ სომალელ მეკობრეს მაჯა გაუშიშვლდა და ბანჯვლიანი თეთრი ხორცის ნაცვლად ქოსა, შავი ტყავი გამოუცნდა ყველაფერს მიხვდა.
ვერავინ წარმოიდგენდა თუ დიდგორის შემდეგ კვლავ ექნებოდა ქართველს შერჩენილი ის ძალა, რომელიც მას ასჯერ მეტ მომხვდურზე გაამარჯვებინებდა, მაგრამ ქართული გენი არ მომკვდარა და მარადჟამს იცოცხლებს ისეთი გმირების სხეულში როგორიც გიორგი ბარამიძე და მისი მსგავსი მამულიშვილები არიან. ქარივით დატრიალდა გიორგი ბარამიძე მეკობრეებს შორის, იქვე სახელდახელოდ, სრუუუულიად შემთხვევით გამოყოლილი სელფის ჯოხი იშიშვლა და მეგრად შეუტია მტერს.
დეტალების მოყოლით თავს აღარ შეგაწყენთ, შემდგომი მოვლენების განვითარების შესახებ ყველასთვის ცნობილია. ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ კარბელაშვილის ნაცვლად შეიძლება ახლა ბარამიძე გახდეს ოლიგარქის სამიზნე (რომლის ვინაობა წყარომ არ გაგვიმხილა და ჩვენც ვერ ვხვდებით) და 5-5 ლარს აგროვებენ, ბარამიძის კრივზე, ძიუდოზე და წოკით ხტომაზე შესაყვანად.
პ.ს. გეგმის ჩავარდნის გამო ოლიგარქი ძალიან გაბრაზებულა და ღუზა ჯართში ჩაუბარებია.
--------------------
Bird and bear and hare and fish
|