ეს პრობლემა მარტო მე არ მაქ და იყოს ამაზეც ერთი თემა და გაუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება,სად რითი და როგორ ჯობია
მოძრაობისას გვინდა თუ არა ავტომობილს უჩნდება ნაკენჭრები მითუმეტეს შორ მანძილზე გადაადგილებისას ტრასებზე+მითუმეტეს ჩვენთან გზაზე სუ ჭუჭი და მტვერია,რის გამოც გვიწევს დეტალის შეღებვა რაც არასასურველია ხოლმე
ძირითადად იკენჭება ე.წ. კაპოტი,კრილოები,სარკეები,ფარები,წინა შიტოკი,უკანა კარის ქვედა მხარე და კარნიზები რაც არც თუ ისე სასიამოვნო საყურებელია და გამოსწორება მითუმეტეს (მალიართან სიარული ან დაგისვავს ფერს ან არა და უნდა გტანჯოს)
შესაღებ მდგომარეობამდე მიყვანას ალბათ ჯობია დავიცვათ ავტომობილი ,განვიხილოთ ხერხები და გაუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება
პირველი რაც ვნახე დამცავი გამჭვირვალე ფირებია რომელიც ეკრობა ზედაპირს ,არ უცვლის ავტომობილს ფერს და იცავს ნაკენჭრებისაგან



საუკეთესო მასალა როგორც წერენ პოლიურეთანის ფირია,სქელი და დრეკადია მისი შემცველი ფირი და ბევრად კარგად იცავს ავტომობილს ვიდრე უბრალო ვინილი რომელიც ხმება და ტყდება+დაცვაც ნაკლები აქ
ამეებზე დავიარე და დიღომში მივაგენი ესეთ ფირზე ვინც მუშაობდა მარა ფასები იყო სასწაული მარა ფირი მაგარი ქონდა
ფირი 120 ლარიდან 200 ლარამდეა გრძივი მეტრი + ხელობა ემატება
ვნახე ეს ასევე რაც თუ ნორმალური ფასი ღირდა მგონი ჯობია,ძნელი დასასხმელი არაა და ჩვენითვე ვიზავთ ყველა
3M ის
მგონი კაი ვარიანტია ,პლიონკისგან განსხვავებით ჰაერებზე და გაკვრაზე ჩალიჩი ამას არ უნდა და თითოეული ჩვენთაგანი შევძლებთ
აქ თუ სადმე იყიდება დაწერეთ რავი მე სიამოვნებით ვცდიდი
პ.ს. ბოქსებში ნუ გადაიტანთ
This post has been edited by quattro on 28 Feb 2015, 15:22