#45389462 · 11 Aug 2015, 15:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სახარება – საკმაოდ „მოუხერხებელი“ წიგნია, ის ადამიანებს აგრესიასთან თანაცხოვრების საშუალებას არ აძლევს; „ჩემიანი – უცხო“, „მეგობარი-მტერი“, ახლობელი-შორებელი“-სახარებისთვის მიუღებელია.ეს რომ ჩვეულებრივი „ადამიანური“ წიგნი იყოს, როგორც სხვა ბევრი „ადამიანური“, რელიგიური წიგნი , მაშინ მტერი აღნიშნული, ხოლო „ჩემიანი-უცხო“ ზუსტად აღწერილი იქნებოდა. გვეცოდენებოდა ვინ არის ჩვენიანი და ვინ მტერი, ვის უნდა დავეხმაროთ, ვის უნდა ვემსახუროთ, ვის უნდა გაუნაწილოთ; ან ვის არ დავეხმაროთ, ვინ მოვატყუოთ ან გავანადგუროთ.
ასე რომ სახარება ეს ის წიგნია, რომელიც არ აძლევს ადამიანს საშუალებას შეიძინოს და გაამრავლოს აგრესია. მიუხედავად ამისა, ეკლესიაში ხშირად მოდის იდიოლოგიზირებული ადამიანი. იდეოლოგია ადამიანურია, ქრისტიანული რწმენა კი ღვთიური; ის განკაცებული, მიუწვდომელი ღმერთის საჩუქარია. ფრიად მოუხერხებელია ასეთ „არაადამიანურ“ რელიგიასთან ურთიერთობა, ამიტომაც ჩნდება ქრისტიანული რწმენის ქრისტიანული იდეოლოგიით ჩანაცვლების სურვილი.
ეს ამოვიკითხე კარგი ვებგვერდი ჩანს
This post has been edited by sanfol on 11 Aug 2015, 15:31
--------------------
მოკლედ ძალიან მიზერული თანამდებობაა მაგრამ გამისწორდა მაინც , ტყუილად არ მოუციათ ის 12 რეკომენდაცია Ⓒ White_Shark
|